პირდაპირ გეტყვით, კოკა-კოლამ ამჯერად გადაწყვიტა, ტრადიციული რეკლამირებისგან გადაეხვია, დოკუმენტური სტილი აერჩია და ჩვენთვის ემპათიური ნარატივი შემოეთავაზებინა. ნიგერიაში გადაღებული რეკლამა ავთენტურ, სპონტანურ ინტერაქციებს ეხება, რომლებიც ხშირად გვხვდება სამეგობროში. ამიტომ, ორგანული შეგრძნებისთვის, ბოთლებს ყოველთვის იმ მხრით არ აჩვენებენ, რომელზეც კოკა-კოლა აწერია. მსახიობების ნაცვლად კი, ნამდვილ მეგობრებს ვხედავთ.
ხოდა ყველა სამეგრობროში მოიძებნება ერთი ისეთი, ვინც ჯერ ფოტოს იღებს და შემდეგ ჭამს. ზუსტად ამ მომენტს ასახავს კოკა-კოლას Camera Eats First-იც — ასე კი ეცადნენ, რეალობასა და სპონატურობაზე ერთდროულად გაემახვილებინათ ყურადღება. ფიქრობენ, რომ დაუგეგმავი, ავთენტური მომენტები აუდიტორიისთვის მეტად რეზონანსულია. შესაბამისად, მიზანიც სცენების ორგანულად განვითარება იყო. თუმცა როგორ მოახერხეს ეს, თავად ნახეთ:
კოკა-კოლას Camera Eats First-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Wunderman Thompson South Africa-მ იმუშავა. თუმცა ამით არ მთავრდება, კოკა-კოლას კიდევ ერთი ამბავი აქვს თქვენთვის მოსაყოლი: