30
Sep
2019

#განეწყვეენერგიისთვის Coca-Cola Energy-ს კამპანია აღმოჩნდა

30 Sep 2019

ცოტა ხნის წინ, ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი გამოწვევა გავრცელდა, რომლის ფარგლებშიც, ქართველი მოცეკვავეები, მსახიობები, თუ უბრალოდ, ახალგაზრდები ცეკვავენ და სხვებსაც მოუწოდებენ, აჰყვნენ რიტმს და პოზიტიური ენერგია გააზიარონ ჰეშთეგით: #განეწყვეენერგიისთვის

კამპანიის ფარგლებში შექმნილ ცეკვის ვიდეოებს, პირველ 5 დღეში, 255 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა, 27 სექტემბერს კი, ცნობილი გახდა, რომ გამოწვევა ენერგეტიკული სასმელის – Coca-Cola Energy-ს საქართველოში შემოსვლას უკავშირდებოდა. დღეს, სასმელი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

კამპანიის შესახებ UM Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა – თემო ბლიუმგარდტმა ისაუბრა:

M: თემო, რას ნიშნავს საქართველოსთვის ის ფაქტი, რომ  კოკა-კოლას ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყეთ… და მოგვიყევით Coca-Cola Energy-ს  უპირატესობებზე…
ინგლისისა და ესპანეთის შემდგომ, ერთი თვის შუალედში, ახალი პროდუქტის წარმოება საქართველოშიც დაიწყო. ეს იმის ნიშანია, რომ კოკა-კოლამ ჩვენზე, როგორც სტაბილურ და განვითარებად ბაზარზე შეაჩერა ყურადღება. რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დიდი დამსახურებაა.

Coca-Cola Energy გამოირჩევა შესანიშნავი გემოვნური თვისებებით და შეგრძნებით, რომელიც მომხმარებელს ძალიან უყვარს. სხვა ენერგეტიკული სასმელებისგან განსხვავებით, არ შეიცავს ტაურინს და პოზიტიურად გმუხტავს ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული კოფეინითა და გუარანას ექსტრაქტით.

M: როგორ გადაწყდა, რომ აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ ცეკვა უნდა აგერჩიათ?
პროდუქტის მთავარი გზავნილია „ენერგია, რომელსაც ეძებ, გემო, რომელიც გიყვარს“, რადგან კოკა-კოლა ენერჯის სტანდარტული ენერგეტიკული სასმელებისგან რადიკალურად განსხვავებული გემო აქვს. აქედან გამომდინარე, ბაზარზე მისი გამოჩენაც არ უნდა შემოფარგლულიყო სტანდარტული მედიაგანთავსებით.პროდუქტის მთელი ფილოსოფია პოზიტიური ენერგია და მისი გაზიარებაა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, თიზინგით დაგვეწყო. ცეკვა კი იმიტომ, რომ ასე ყველაზე უკეთ შეიძლება პოზიტიური ენერგიის გადაცემა და იმიტომაც, რომ ცეკვა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

M: რა პრინციპით შეირჩნენ კამპანიის სახეები?
ცნობილ ადამიანებთან ერთად, გვინდოდა, აქტიური და ენერგიული ახალგაზრდები ჩაგვერთო კამპანიაში. სწორედ ამიტომ, ვითანამშრომლეთ სუხიშვილების მოცეკვავეებთან, რომლებმაც Energy Dance-ისა და ქართული ცეკვის ელემენტების შესანიშნავი სინთეზი გვაჩვენეს. კამპანიაში, ჩართულები იყვნენ თანამედროვე ცეკვების შემსრულებლები – ტყუპების დუეტი Twinсity, მათი სტუდიის წევრები და სხვა მოცეკვავეები, რამაც დამატებითი მუხტი შესძინა კამპანიას.

ყველა ვიდეოს ნახვა შესაძლებელია სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით: #განეწყვეენერგიისთვის

M: ვინ იმუშავა პროექტზე?
პროექტზე UM Georgia-მ იმუშავა. რაც შეეხება ინფლუენსერების შერჩევასა და გადაღებას, ამ შემთხვევაში, influence.ge დაგვეხმარა.

ნახეთ, კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები: ბაჩანა ჭანტურია, მარიამ მათიაშვილი, David Levine, ირაკლი ფიფია, ელენე ბერიძე, ბარბარე ჩიქოვანი, ანი ლოლაძე, მარიამ სანოგო, რუსკა მაყაშვილი, Twincity

 

CREDITS:

Agency: UM Georgia

Production: UM Georgia

General Manager: Temo Blumgardt

Producers:  Anuki Mamatavrshvili, Keti Borashvili

Creative Team: Irakli Dolidze, Gvanca Koguashvili

Senior account manager: Nato Belkania

Cast: UM Georgia, Influencers.ge

DOP: Giorgi Kapanadze, Nika Tabukashvili

განხილვა