15
დეკ
2017

საქართველოში წელსაც ჩამოივლის კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი?

15 დეკ 2017

ახალი წელი კოკა-კოლას ქარავნის – კაშკაშა, მუსიკალური და მხიარული სატვირთო მანქანების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. იმასაც კი ამბობენ, ახალი წლის სული ქალაქში მაშინ დგება, როცა კოკა-კოლას ქარავანი ქუჩაში ჩნდებაო. ამიტომაც, უკვე 20 წლიან ტრადიციას, კოკა-კოლა წელსაც არ უღალატებს და 20 დეკემბრის საღამოს 8 საათიდან, 26 დეკემბრის ჩათვლით, თბილისსა და მის შემოგარენში გააზიარებს ბედნიერ ემოციებს, ხოლო 27 დეკემბრიდან რეგიონებში – აჭარაში, სამეგერელოსა და იმერეთში გადაინაცვლებს. საახალწლო ქარავნის ზუსტი მარშრუტის დადგენა კი Coca-Cola Bottlers Georgia-ს გვერდზე თვალის მიდევნებით იქნება შესაძლებელი.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob


კოკა-კოლას საშობაო სატვირთოები, პირველად, 1995 წლის ზამთრის თვეებში გამოჩნდა ჩვენს სატელევიზიო ეკრანებზე. სეზონური სარეკლამო კამპანიის „საშობაო ქარავანი“ ავტორი სააგენტო W.B. Doner გახლდათ. საშობაო სატვირთო მანქანები კი განათებებით მსოფლიოში ცნობილმა – Industrial Light and Magic-მა გააფორმა, კომპანიამ, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ უკან დგას.


სააქციო საზოგადოება Coca-Cola Bottlers Georgia-ს კომერციული და მარკეტინგის მენეჯერი, ირაკლი აბესაძე: საქართველოში კოკა-კოლას პირველი სატვირთო მანქანა 1997 წელს გამოჩნდა. თავიდან მხოლოდ თბილისში, შემდეგ კი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონშიც გავრცელდა და დღემდე მადლობას გვიგზავნიან ხოლმე ამისთვის ჩვენი მეზობელი ქვეყნები. კოკა-კოლას საახალწლო რეკლამის საქართველოში გაცოცხლების იდეა Coca-Cola Bottlers Georgia-ს გენერალურ მენეჯერ თემურ ჭყონიას ეკუთვნის, რომელმაც წინასაახალწლოდ, ადამიანებისთვის სიყვარულისა და ემოციების გაზიარება, საქართველოში კომპანიის ტრადიციად აქცია. როგორც ყოველთვის, წელსაც, ახალ წლამდე, დაახლოებით, 2-3 თვით ადრე დავიწყეთ მუშაობა, რომ ჩვენმა ქარავანმა ბედნიერება მოუტანოს ადამიანებს.

განხილვა