in

ცვლილებებსაც აქვს გემო! – Coca-Cola-ს ვიდეორგოლი

მართალია, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში ქალბატონებს, როგორც იქნა უამრავ შეზღუდვათაგან ერთი მოუხსნეს და ავტომობილის მართვის უფლება მისცეს, უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც, Coca-Cola-მ ამ სიახლესთან დაკავშირებით თავისი მისალოცი სარეკლამო ვიდეორგოლი გამოუშვა. მეფე სალმანის ამ კანონს მთელი მსოფლიო აღტაცებით შეხვდა და არაერთმა ბრენდმა სპეციალური კამპანიაც განახორციელა. თუმცა, Coca-Cola-ს ვიდეო ფაქტია რომ საუკეთესოა. ბრენდმა ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიყენა, რამაც შესაძლოა მაყურებელში საოცარი ემოცია გამოიწვიოს – არაბი მამა, რომელიც ქალიშვილს ავტომობილის მართვას ასწავლის, ბედნიერი, საოცრად მონდომებული ახალგაზრდა გოგონა და რა თქმა უნდა, ერთი ბოთლი ცივი Coca-Cola, რომელიც ამ შემთხვევაში საუკეთესო მოტივაციაა.​

 

პირველი საახალწლო ზღაპარი და არაჩვეულებრივი სანახაობა HP-სგან

თეიკო ლომინაძე – #პირველისამსახური