იმის მიუხედავად, როდის დგება თქვენთვის ახალი წელი, მთვარის ფაზებზეა ის დამოკიდებული თუ დედამიწის მოძრაობაზე, Coca-Cola საახალწლო განწყობის შექმნაზე ნებისმიერ შემთხვევაში ზრუნავს. ტრადიციული ახალი წლიდან ერთი თვის შემდეგ, კომპანია მოკლე ანიმაციური სარეკლამო რგოლით, ჩინურ (მთვარის) ახალ წელს გვილოცავს.
ჩინეთში, 2022 ვეფხვის წელია. აქ ახალი წლის ტრადიციები უამრავ საუკუნეს ითვლის და ძირითადად ოჯახურ გარემოსთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, წლევანდელი რეკლამის სიუჟეტი ვეფხვების ოჯახში ვითარდება. ტრადიციულ წინასაახალწლო სადილზე კი, მთავარ გმირად Coca-Cola გვეველინება.
ჩინური ახალი წელი მოძრავი დღესასწაულია – წელს ის პირველ თებერვალს შემოდის და, როგორც ყოველთვის, 15 დღის განმავლობაში აღინიშნება. მას გაზაფხულის ფესტივალსაც უწოდებენ. Coca-Cola წლევანდელ საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, სპეციალურ ლიმიტრებულ შეფუთვას გამოუშვებს.













