in

„ჩვენ ყველანი სანტა კლაუსები ვართ“ — Coca-Cola-ს საშობაო რეკლამა

ალბათ, ბავშვობაში ყველას წარმოგვიდგენია ჯადოსნური ჩრდილოეთ პოლუსი, სადაც სანტა კლაუსი თავის მისის კლაუსთან და ელფებთან ცხოვრობს. მთელი წლის განმავლობაში კი საახალწლო ფუსფუსში არიან ჩართულნი… ასაკის მატებასთან ერთად, ეს წარმოდგენა ნელ-ნელა ქრება, ზრდასრულობის ელფერი ედება და მხოლოდ გულის სიღრმეში ვიტოვებთ მცირეოდენ იმედს — იქნებ, მართლა არსებობს…

თუმცა Coca-Cola-ს წლევანდელმა საშობაო რეკლამამ რეალობისა და ჯადოსნურობის განსხვავებული პერსპექტივა დაგვანახა. „ჩვენთვის სანტას სულიერი თუ ქცევითი გამოვლინებები ყველაზე მნიშვნელოვანია — სიკეთის, კეთილშობილებისა და კეთილგანწყობის თვალსაზრისით“.

ვინაიდან ეს თვისებები ადამიანებისთვის კარგად ნაცნობია, კოკა-კოლამ „უბრალო მოკვდავები“ სანტა კლაუსებად წარმოადგინა. ბრენდი ემოციურად ამტკიცებს, რომ ყოველი ჩვენგანი სანტაა. მცირე თუ დიდი ქმედებებით ერთმანეთს ვუკეთებთ საჩუქრებს, ერთმანეთს ვეხმარებით და ყოველდღიურობას განსაკუთრებულ მაგიურობას ვძენთ.

კონტაქტური ლინზის კონცეფცია ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის!

მომხმარებლის მხარდამხარ! – როგორ იმუშავებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მხარდამჭერთა გუნდი