19
Dec
2018

კოკა-კოლამ საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრებისთვის ნაძვის ხის სათამაშო გამოუშვა

19 Dec 2018

კოკა-კოლამ საფრანგეთის ბაზრისთვის ნაძვის ხის უჩვეულო აქსესუარი გამოუშვა. ტრადიციული საშობაო ვარსკვლავის ნაცვლად, ორვარსკვლავიანი სათამაშო შექმნა. ამგვარად, კომპანიამ ფრანგ გულშემატკივარს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონობა შეახსენა. ორი ვარსკვლავი ჩემპიონის ტიტულის ორჯერ მოპოვებას გამოხატავს. პირველად, საფრანგეთი 1998 წელს გახდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონი, მეორედ – 2018 წელს. შეგახსენებთ, რომ კოკა-კოლა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. რაც შეეხება საახალწლო სათამაშოს, ის შეზღუდული რაოდენობითაა გამოსული და მისი მიღება საჩუქრად კოკა-კოლას ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი.

mBank QR
mBank QR

განხილვა