კომპანია „კოკა-კოლამ“ კონკურსი გამოაცხადა – ვინც ბრენდისთვის ახალ გემოს შექმნის, $10 000-ს მიიღებს. მონაწილეობა, მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. წესები ასეთია: კონკურსანტი, Twitter-ის ან Instagram-ის საკუთარ გვერდზე, ტვირთავს თავის შექმნილ ახალ სასმელს, ჰეშთეგით #MakeYourMixContest. აღწერაში უნდა დაწეროს რეცეპტი.
აუცილებელი პირობაა, რომ ახალი გემო, „კოკა-კოლას“ ჩამოსასხმელი აპარატებიდან ნებისმიერი ბრენდით, მაქსიმუმ, სამი სასმლის მიქსით შეიქმნას.
კონკურსანტებმა, ფოტოები სოციალურ ქსელში, 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით უნდა ატვირთონ. ფინალისტებს, ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური, 15-დან 25 აგვისტომდე შეარჩევს, 26 აგვისტოდან კი სასმელებსა და რეცეპტებს გამოაქვეყნებს. შემდეგ, მათ შორის საუკეთესოს გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყება. ეს პროცედურა 10 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებულ გემოსა და რეცეპტს, ბრენდი, 11 ნოემბერს გამოაცხადებს, მისი შემქმნელი კი ჯილდოს, $10 000-ს მიიღებს.
„ჩვენ უბრალოდ გვინდა, მომხმარებელი იმისთვის დავაჯილდოოთ, რასაც ისედაც ყოველ დღე აკეთებს – აპარატიდან სასმელის ჩამოსხმისას, სხვადასხვა ბრენდს ერთმანეთში ურევს და ახალ მიქსს, ახალ გემოს ქმნის“, – აბობს Coca-Cola Freestyle-ის მარკეტინგის დირექტორი გრინბერგ საჩი.