in

Coca-Cola-ს ახალი გამოშვება, რომელსაც „სიზმრის გემო“ აქვს

Coca-Cola-მ თავისი სასმლის ახალი ხაზი, Dreamworld, წარადგინა, რომელიც კონკრეტულად თაობა Z-ისთვის არის განკუთვნილი. ბრენდისთვის ეს გამოშვება მეოთხე და ბოლო იქნება მიმდინარე წელს და, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს რაღაც განსაკუთრებული შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის — საუბარია ე. წ. სიზმრის გემოზე, რომელიც „ქვეცნობიერის სამყაროს იპყრობს“.

როგორც თავად კომპანიაში აღწერენ, სასმელს „მხიარულად აქტიური, არომატული ნოტები“ დაამატეს, რომლებიც ადამიანის ფანტაზიას უსაზღვრო კრეატიულობის სამყაროს უხსნის. შესაძლოა, ასეთი აღწერით ეჭვი შეგეპაროთ, რომ კოკა-კოლა ფსიქოდელიური საშუალებების მზარდი პოპულარობის სტატუსს იყენებს… თუმცა ყველამ კარგად ვიცით მისი კრეატიული მარკეტინგის შესახებ — ამ შემთხვევაში კი ბრენდი იმ ემოციებს და შეგრძნებებს აღწერს, რომელსაც ადამიანი ამ არომატის დაგემოვნების შემდეგ მიიღებს.

„Coca-Cola Dreamworld იყენებს Gen Z-ის ვნებას გონების უსაზღვრო პოტენციალისადმი, რათა შეისწავლოს, როგორი გემო აქვს სიზმრებს. Dreamworld სიურპრიზებით თამაშობს და აუცილებლად გამოიწვევს აღმოჩენებსა და დაპირისპირებას მომხმარებლებში… რასაც ყველანი მივესალმებით“, — ამბობს ალესანდრა კასჩინო, Coca-Cola-ს ჩრდილოეთ ამერიკის საოპერაციო განყოფილებისა და მყიდველების პროგრამის კრეატიული დირექტორი.

რა თქმა უნდა, ბრენდმა ახალი პროდუქტის კრეატიულ შეფუთვაზეც იზრუნა და ამისათვის „ილუზორული პეიზაჟი“ შეიმუშავა, რაც Dreamworld-ის გემოს ვიზუალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. აქ არის დისკო ბურთები, მცურავი კუბები, კიბეები, რომლებიც პორტალებისკენ მიემართება — მთლიანობაში, ეს ფსიქოდელიური ნამუშევარია.

ახალი პროდუქტის გაშვება ასევე მოიცავს გაფართოებული რეალობის (AR) კომპონენტს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია მეტავერსში ინვესტირებას განაგრძობს. როგორც Coca-Cola-აცხადებს, Dreamworld-ის პროდუქტის შეფუთვა შეიძლება AR-ზე წვდომისთვის დასკნარედეს, რომელიც Tommowland-თან, პოპულარულ EDM ფესტივალთან პარტნიორობით დაიწყო.

„ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით წინ” – თამარ ქორქაშვილი, Google-დან

რა არის ბრენდის არქეტიპი და რა მნიშვნელობა აქვს მას კომპანიისთვის?