19
Jun
2019

Coca-Cola-ს საინფორმაციო კამპანია ნარჩენების გადამუშავებაზე

19 Jun 2019

კომპანია Coca-Cola, ცდილობს, ნარჩენების გადამუშავებაში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს. სწორედ ამ მიზნით დაიწყო ბრენდმა, აშშ-ის ქალაქი დენვერის ხელისუფლებასთან ერთად, საგანმანათლებლო კამპანია, გზავნილით “Waste Less, Recycle More”.

CBS-ის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, დენვერის ქუჩებში განთავსდა ბილბორდები, გავრცელდა ბარათები და სხვადასხვა სახის რეკლამა ტრადიციულ თუ ახალ მედიაში, სადაც ახსნილია, ნარჩენების გადამუშავების პროცესი და ძირითადი პრინციპი. ასევე, კამპანიის ავტორები, უხსნიან მოსახლეობას, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ ყველაფერმა ქალაქს.

საკომუნიკაციო კომპანიას Coca-Cola აფინანსებს, ბრენდმა ამ მიზნით $250,000-იანი გრანტი გამოყო.

 

განხილვა