4
Sep
2019

Coca-Cola Energy უკვე საქართველოშიც იყიდება

4 Sep 2019

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ენერგეტიკული სასმლის Coca-Cola Energy წარმოება დაიწყო. კომპანიაში ამბობენ, რომ, დივიზიონის მასშტაბით, „კოკა-კოლამ“ არჩევანი საქართველოზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ბაზარსა და ინოვაციური ჰაბზე შეაჩერა. 

„ერთ თვის შუალედში, ინგლისის და ესპანეთის შემდგომ, ახალი პროდუქტის წარმოება საქართველოშიც დაიწყო. Coca-Cola Energy, „კოკა-კოლას“ იმ შესანიშნავი გემოვნური თვისებებით და შეგრძნებით გამოირჩევა, მომხმარებელს ასე ძალიან რომ უყვარს. პროდუქტი შეიცავს ბუნებრივი წყაროებიდან მიღებულ კოფეინს, გუარანას ექსტრაქტს, B ვიტამინს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა „ენერგეტიკულებისგან“ განსხვავებით, არ შეიცავს ტაურინს“. 

Coca-Cola Energy – გემო, რომელიც გიყვარს, ენერგია, რომელიც გჭირდება შენ“ – ეს ქართულ ბაზარზე „კოკა-კოლას“ „ენერგეტიკულის“ მთავარი გზავნილია. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, შემადგენლობიდან გამომდინარე, პროდუქტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

„ახალი ენერგეტიკული სასმელი „კოკა-კოლა ენერჯი“ შეიცავს გუარანას. ეს არის მარადმწვანე ბუჩქი, რომელიც ბუნებრივად იზრდება სამხრეთ ამერიკაში და დიდი ხანია საკვებში იყენებენ, ევროპაში კი პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა. გუარანა შეიცავს 5 ჯერ მეტ კოფეინს, ვიდრე ყავა. თუმცა, მისი უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ უარყოფითად არ მოქმედებს გულის რიტმსა და ნერვულ სისტემაზე. გუარანას აქვს მატონიზირებელი თვისებები: ორგანიზმს მატებს ფიზიკურ ძალას და გამძლეობას, ინტენსიური დატვირთვის შემდეგ უზრუნველყოფს ენერგიის სწრაფ აღდგენას, აუმჯობესებს ემოციურ ფონს. ტაურინი კი,  რომელსაც Coca-Cola Energy არ შეიცავს, კოფეინთან ერთად, წარმოადგენს ენერგეტიკულ ნაზავს და შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გულისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, რაც გამოიხატება სწრაფ აღგზნებადობაში, უძილობაში, ნერვულ სისტემის გამოფიტვაში. სწორედ ამით გამოირჩევა კოკა-კოლა ენერჯი სხვა ენერგეტიკული სასმელებისგან“.

Coca-Cola Energy საქართველოში უკვე იყიდება და მისი ფასი 2.50 ლარია.

განხილვა