4
Oct
2019

კოკა-კოლამ საზოგადოებას ახალი ენერგეტიკული სასმელი – Coca-Cola Energy წარუდგინა

4 Oct 2019

კოკა-კოლას ბრენდმა პირველი ენერგეტიკული სასმელი Coca-Cola Energy ევროპაში რამდენიმე თვის წინ წარადგინა, საქართველოში კი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ამ თემაზე პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ, „რესპუბლიკაში“ გამართა. ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო – მათ შორის, ინფლუენსერები, მედიის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს, ასევე კოკა-კოლა კომპანიის წარმომადგენლები და ბიზნეს პარტნიორები.

თემურ ჭყონია, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი: „ჩვენ უკვე 25 წელია, ქართველ მომხმარებელს  მსოფლიო დონის პროდუქციას ვთავაზობთ. ჩვენი სტრატეგიაა, მათ გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი შევთავაზოთ, მათს განსხვავებულ მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილს რომ მოვერგოთ. ჩვენ Coca-Cola Energy-ს წარმოგიდგენთ, პირველ ენერგეტიკულ სასმელს და იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება მას შეიყვარებს“.

„კოკა-კოლა ენერჯი“ ერთადერთი ენერგეტიკული სასმელი გახლავთ კოკა-კოლას შესანიშნავი გემოთი, რომელსაც ხალხი ასე კარგად იცნობს და უყვარს. კოკა-კოლა მუდმივად  ასოცირდებოდა პოზიტივთან, ოპტიმიზსა და შესანიშნავ გემოსთან და ამ შემთხვევაშიც, Coca-Cola Energy-ს პოზიტიური ენერგიის ახალი ტალღა მოაქვს. ამ პროდუქტით მომხმარებელი მიიღებს „ენერგიას, რომელსაც ეძებს, გემოს, რომელიც უყვარს“, – აცხადებს Yigit Yokush, კოკა-კოლას ბრენდ დირექტორი თურქეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

როგორც კოკა-კოლა კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ახალი ენერგეტიკული სასმელი ბუნებრივად მიღებული წყაროებიდანაა დამზადებული – შეიცავს გუარანას ექსტრაქტს, B ვიტამინებს და არ შეიცავს ტაურინს.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის პერფორმანსი „ტრანსფორმაცია“ იყო.

ასევე, ღონისძიების წამყვანის, რუსკა მაყაშვილის შესრულება, რომელმაც ერთმანეთში Coca-Cola Energy და ცეკვა გააერთიანა.

ღონისძიების ფარგლებში, Energy Dance შესრულდა, ახალგაზრდა მოცეკვავეების მონაწილეობით, ჰაშთაგით #SpreadYourPositiveEnergy.

საღამო დასამახსოვრებელი იყო ინფლუენსერების, ბლოგერების მონაწილეობით, რომელთაც ასევე, სცადეს Coca-Cola Energy ცეკვა.

პრეზენტაციის ფინალური ნაწილი ჰიპ-ჰოპის  შემსრულებელმა, DJ DRO-მ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კოკა-კოლას ახალი პროდუქტი ბაზარზე უკვე სექტემბრის თვიდანაა ხელმისაწვდომი.

[R]

განხილვა