3
Aug
2017

Coca-Cola-სა და Fanta-ს ბოთლების სიყვარულისა და უტილიზაციის ისტორია ახალ კამპანიაში

3 Aug 2017



კამპანია Love Story, რომელიც Ogilvy & Mather Berlin-ის მიერ შეიქმნა, გვიყვება ამბავს Coca-Cola-სა და Fanta-ს ბოთლების სიყვარულის ისტორიის შესახებ. მათ უყვარდებათ, ისინი შორდებიან, თუმცა, ხვდებიან ერთმანეთს ისევ და ისევ, მას შემდეგ, რაც სწორად უწევენ უტილიზაციას და აქცევენ ახალ ბოთლებად. ბერლინელმა არტისტმა, ლესი ბარიმ გამოიყენა 1500-ზე მეტი Coca-Cola, Fanta, Sprite, Smartwater და Honest-ის ბოთლი ამ პროექტის შექმნისას.

რეკლამა ორიენტირებულია გარემოს დაცვის აქტუალიზებისკენ და წარმოაჩენს, რომ ბრენდი მიმართულია, შექმნას ეკოლოგიური მიდგომა – გამოიყენოს მისი ბოთლები მეორედ ან მეტჯერ. როგორც Coca-Cola-ს მარკეტინგის მენეჯერი, აედმარ ჰაულეთი ამბობს: „კამპანია Love Story ახსენებს მომხამრებელს, თუ როგორი ძვირფასია ჩვენი შეფუთვა, რამდენადაც, მისი გამოყენება შესაძლებელია მუდმივად. ეს კამპანია აჩვენებს, თუ როგორ სერიოზულად ვუდგებით ადამიანების დაინტერესებას ნარჩენების მართვის მნიშვნელობით”.
რეკლამის პრემიერა 29 ივლისს გაიმართა და ის გავრცელდება, როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული/სოციალური არხების გამოყენებით.

განხილვა