2023 წლის, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური თამაში, 20 აგვისტოს, სიდნეიში გაიმართება. ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ, ფეხბურთია. მეორე მხრივ, კი ესაა ბრძოლა, რომლის მოგებაც ქალებს უწევთ გენდერული თანასწორობის მოსაპოვებლად, სტერეოტიპული კედლების დასამსხვრევად. Coca-Cola ამ მოვლენის სამზადისს გამოეხმაურა კამპანიით, რომლითაც მხარს უჭერს ქალთა ფეხბურთის განვითარებას.
კამპანიაში გაზიარებულია ფეხბურთის მოედნები თანამასპინძელი ქვეყნებიდან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში და გადმოგვცემს ექვსი აქტივისტი ქალის განცხადებებს, იზიარებს ქალი სპორტსმენების შთამაგონებელ ისტორიებს, გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს სპორტსმენი ქალების შესახებ და სხვა. ვხედავთ წარწერებს მოედანზე: „ეს თამაში არ არის შესაფერისი ქალებისთვის“, ასევე, მეორე მხრივ, „ამ თამაშში ახლა ყოველწლიურად 29 მილიონზე მეტი ქალი ემზადება სათამაშოდ“.
კამპანიის ფარგლებში გადმოცემული გზავნილები ქალთა ფეხბურთის ზრდას უსვამ ხაზს, სადაც აღნიშნულია თამაშის მასშტაბების უპრეცედენტო მატება, რის პარალელურადაც რეკორდულად გაიზარდა მხარდამჭერთა და მაყურებელთა რიცხვი.
მოედნებზე გაკეთებული შეტყობინებების გარდა, ახალი კამპანიის ფარგლებში სეიქმნა მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი, რომელიც დოკუმენტურად ასახავს პროცესს, რომელიც მოედნის მიღმაა. ბალახის საფარის თითოეული მონაკვეთი ჰაერის ძალით არის მოხრილი, რათა მოედანზე ჩრდილის ეფექტი შექმნას, რომელიც 48 საათის მანძილზე გაძლებს, ბალახის დაზიანების გარეშე.
კამპანია შემუშავდა სააგენტო WPP-თან, Open X-თან და AKQA-სთან პარტნიორობითა და Ogilvy PR-ის მხარდაჭერით.
ტურნირისა და მასში მონაწილე ქალების შემდგომი მხარდაჭერისთვის, Coca-Cola Company მასპინძლობს “Level the Playing Field” მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის სამიტს სიდნეიში.