29
Jan
2018

Coca-Cola Zero-მ ესპანეთისთვის განსხვავებული შეფუთვა შექმნა!

29 Jan 2018

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც Coca-Cola-ს სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს, ეს მისი შეფუთვაა, ბრენდი მაინც არასდროს ერიდება ცვლილებებს. როგორც წესი, შეფუთვის შეცვლა, მითუმეტეს ხშირი ინტენსივობით, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მიუხედავად ამისა, Coca-Cola მაინც ყოველთვის თამამად მიიწევს სიახლეებისკენ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ვნახეთ Diet Coke-ის ფერადი რებრენდიგი, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა კი კომპანია, კონკრეტულად ესპანეთისთვის, Coca-Cola Zero-ს განსხვავებულ იმიჯს გვთავაზობს. ბრენდისთვის დამახასიათებელი ფერი და წარწერა, რა თქმა უნდა, ამჯერადაც უცვლელია, განსხვავებულია მხოლოდ დეტალები.

 

 

განხილვა