in

Coca-Cola-ს კამპანია, როგორც „კულტურული არქივი“

Coca-Cola-მ, Time Out-თან თანამშრომლობით, კულტურითა და გართობით შთაგონებული ახალი გზამკვლევი შექმნა. უფრო კონკრეტულად, ეს არის Foodmarks-ის ინტერაქციული რუკა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 413 ადგილს აერთიანებს — ადგილებსა, სადაც ათწლეულების განმავლობაში კოლასთან ერთად უმასპინძლდებოდნენ მომხმარებლებს.

კამპანია 1957 წლის ცნობილი ფოტოთი იწყება — ის მაშინ გადაიღეს, როცა მერლინ მონრომ მანეჰეტენზე მანქანების მოძრაობა ჰოთ-დოგისა და კოკა-კოლის მირთმევის გამო გააჩერა. ვინაიდან ეს ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მომენტად იქცა ბრენდის ისტორიაში, ახლა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გააცოცხლებენ „ვირტუალურ მონროს“. ასევე, მოაწყობენ შოუს მსახიობებით.

„სწორედ ამ ფოტომ მიგვახვედრა, რომ ათასობით კი არა, მილიონობით მომენტის ნაწილი ვართ. ახლა კი გვინდა, მსოფლიოსთვის ერთგვარი გზამკვლევი შევქმნათ, როგორც ხალხის მეგზური — მარტივად ვაჩვენებთ, სად შეუძლიათ ჩვენს პროდუქტთან ერთად სასიამოვნო მომენტების შექმნა“,  — აღნიშნავს Coca-Cola-ს გლობალური კრეატიული სტრატეგიის უფროსი დირექტორი, ისლამ ელდესუკი.

როგორც ცნობილია, კამპანია მთელი გაზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, ოთხი Foodmarks ღონისძიებით. მაგალითად, 1-ელ მარტს ბრენდი 1980-იანი წლების თემატიკის რესტორანს გახსნის რიო-დე-ჟანეიროში. ამას მოჰყვება ჰონგ კონგში pop-up მაღაზიის გახსნა, რომელიც 1996 წლის კომედიას, The God of Cookery-ს ეფუძნება. ასევე, ნიუ დელიში გამოიყენებს გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიას, რათა ხელახლა შექმნას 1950-იანი წლების ბოლივუდის ვარსკვლავის, რაჯ კაპურის კერძები.

მთლიანობაში, კოკა-კოლას მიზანია, კრეატიული არქივი შექმნას ყველა საკვები ობიექტის შესახებ, რომელსაც რეალობაში, ფილმებსა და სერიალებში უარსებია. „მარკეტინგში სიმარტივის პოვნა ძალიან რთულია. ბუნებრივად მიდრეკილნი ვართ ყველაფრის გართულებისკენ, ამას კი მარტივად ვერ მისდევს ხალხი. ახლა სწორედ ამ ხელშესახებ გზას ვირჩევთ“.

Space X-მა მთვარეზე ხომალდი წარმატებით გაუშვა!

Marvel-მა X-Men-ის თრეილერი გამოუშვა