in

“გაყინული პოსტერები” ანუ როგორ ებრძვიან ზაფხულის სიცხეს ავსტრალიაში?

ავსტრალიურმა კრეატიულმა სააგენტომ Landor, ცხელ ზაფხულთან გასამკლავებლად, გამაგრილებელი კამპანია წამოიწყო და მასში კოკა-კოლა და სხვა გაზიანი სასმელები გააერთიანა. Landor-ა დაიქირავა ილუსტრატორი ილანა ბოდენშტეინი, რომელსაც კოკა-კოლასთვის ზამთრის სახალისო რეინტერპრეტაციები უნდა შეექმნა. ჩანაფიქრის მიზანია, ცხელ ზაფხულში სულ მცირედით მაინც აგრძნობინოს ავსტრალიელებს ზამთრის სიცივე. ერთ-ერთი პოსტერის საშუალებით, ავსტრალიელები დონალდ ტრამპს დამშვიდებისკენაც მოუწოდებენ. ძნელი სათქმელია, დაეხმარება თუ არა სიცხით გათანგულ საზოგადოებას გაგრილებაში ეს ილუსტრაციები. თუ მაინც გაინტერესებთ, სცადეთ…

“გაიგე მეტი ყველგან, სადაც ხარ” – სილქნეტის კამპანია

#ჯაზფესტივალამდე – Amp Fiddler ფანკის სადარაჯოზე – 5 კომპოზიციაში!