20
Jun
2019

ქართული კოკა-კოლა, აზერბაიჯანისთვის, Coca-Cola Energy-ს გამოუშვებს

20 Jun 2019

Coca-Cola Bottlers Georgia, აზერბაიჯანის ბაზრისთვის, ენერგეტიკულ სასმელ Coca-Cola Energy-ს ჩამოასხამს. კომპანიის დამფუძნებლის თემურ ჭყონიას თქმით, წარმოება თბილისის ქარხანაში, აგვისტოდან დაიწყება.

რაც შეეხება რაოდენობას, ამბობს, რომ სერიოზულ მოცულობაზეა საუბარი. ასევე, არ გამორიცხავს, აზერბაიჯანის შემდეგ, კომპანიამ, შეკვეთა სხვა ქვეყნებზეც მიიღოს. ბრენდის ქართული წარმომადგენლობის თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოჩნდება Coca-Cola Energy ქართულ ბაზარზე.

განხილვა