17
Jul
2019

Coca-Cola-ს ისტორიული შენობა იყიდება

17 Jul 2019

შენობა, სადაც 1940-იან წლებში Coca-Cola-ს ჩამოსასხმელი საწარმო იყო, ისევ იყიდება. 10 წლის წინ, ის ფინანსისტმა ჯეფ ფიპსმა შეიძინა და მაქსიმალურად ცდილობდა, ეს ადგილი მცირე ბიზნესის ცენტრად ექცია. მისი თქმით, ბევრი პოტენციური პროექტიც განიხილებოდა, თუმცა, ვერც ერთი მათგანი ვერ განხორციელდა.

„კოკა-კოლას“ ყოფილი საწარმო. შენობა მდებარეობს All Saints-ში (ტალაჰასე/ფლორიდა), Photo Credit: news.wjct.org

დღეს Coca-Cola-ს ისტორიული შენობა, რომელიც ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასეში, All Saints-ის რაიონში მდებარეობს, ცარიელია. თანამედროვეობის ერთადერთი კვალი ფასადზე განთავსებული გრაფიტია. აქვეა სარეკლამო აბრა მისი რეკონსტრუქციის შესახებ, რომელიც სინამდვილეშიც არც არასოდეს დაწყებულა.

„ერთი პერიოდი, აქ, მუსიკალური დაწესებულება Hop Yard იყო. თუმცა, შენობა არასოდეს გაგვირემონტებია და შესაბამისად, ეს ობიექტიც ცუდად მუშაობდა. ახლა ერთ-ერთ ჯგუფთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ კარაოკე გავხსნათ“, – ამბობს ჯეფ ფიპი.

რამდენიმე წლის წინ, ბიზნეს რაიონში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ამ ჯინის დისტილერია უნდა გახსნილიყო. თუმცა, სხვა ბევრი ბიზნესპროექტის მსგავსად, არც ეს ქცეულა რეალობად.

„ვფიქრობ, „კოკა-კოლას“ შენობა ჯადოსნურ და ძალიან დიდი ცენტრად შეიძლება იქცეს, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ მის მომავალ მფლობელს, არამედ ადგილობრივ თემს – აქაურ მცხოვრებლებსა და მეწარმეებს“, – ამბობს რაფაელ მარიმონი, რომელსაც შენობის მიმდებარედ ყავის მაღაზია აქვს.

ინფორმაციას, ისტორიული შენობის გაყიდვაზე, ამერიკული მედია ავრცელებს. თუმცა, უცნობია, რა პირობებს უყენებს მისი ახლანდელი მფლობელი დაინტერესებულ პირებს.

განხილვა