in

„კოკა-კოლა“ პროდუქციას უკვე ახალ ქარხანაში აწარმოებს

Coca-Cola bottlers Georgia-მ, წარმოება, მთლიანად ნატახტარში გადაიტანა. ბრენდი სრულ პროდუქციას უკვე ახალ ქარხანაში უშვებს.

BOG
BOG

საწარმოს გარდა, თბილისიდან გადავიდა მენეჯმენტის ნაწილიც. სრულად კი ადმინისტრაიცა, ახალ ქარხანაში, 2020 წლის აპრილიდან იმუშავებს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალ ქარხანას ახალი დატვირთვაც ექნება. აქ, აპრილიდან, „კოკა-კოლას“ მუზეუმი და ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნება.

ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს, ადგილზე გაეცნოს ბრენდის ისტორიას, დაათვალიეროს საწარმო და დაესწროს პროდუქციის წარმოების პროცესს.

ნატახტარში, „კოკა-კოლას“ ახალი ქარხნის მშენებლობა, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო.

ახალი ფინტექ კომპანია საქართველოს ბაზარზე

პირველი ქალი მწვრთნელი სუპერთასზე! – Microsoft-ის რეკლამა