19
Jul
2019

ნატახტარში „კოკა-კოლას“ ქარხნის მშენებლობა დასრულდა

19 Jul 2019

„კოკა-კოლას“ ახალი ქარხნის მშენებლობა დასრულდა. ახლა, კომპანიის ინფორმაციით, ტექნოლოგიური აღჭურვილობის ინსტალაციისთვის ემზადებიან.

მათივე ცნობით,  5-6 სექტემბრიდან დაიწყება ტექნოლოგიების ეტაპობრივი გადატანა, ჯერ ერთი ნაწილი დაიწყებს ნატახტარში ფუნქციონირებას, შემდეგ მეორე, წლის ბოლომდე კი, ქარხანა ოფიციალურად გაიხსნება და წარმოება სრულად ახალ შენობაში დაიწყება.

„მნიშვნელოვანია კოკა-კოლას ისტორია, ამერიკაში კოკა-კოლას მუზეუმს 15,000 ვიზიტორი ჰყავს. ამიტომ ახალ ქარხანაში სავიზიტო კონცეფციაცაა  გათვალისწინებული,  ქარხნის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცე მოეწყობა, სადაც, მე-19 საუკუნიდან დღემდე, „კოკა – კოლას“ წარმოების ისტორიას გაეცნობიან”.

ქარხნის მშენებლობა ნატახტარში, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო.

განხილვა