ყველაზე ჯადოსნური ის მომენტებია, რომლებიც ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში უხვადაა გაბნეული: პირველი სიყვარული, პირველი კოცნა, საყვარელი ადამიანის ღიმილი, ბებიის მომზადებული საუცხოო კერძი, საახალწლო სამზადისი – თითოეული მათგანი სავსეა ჯადოსნურობით. სწორედ ამას ეძღვნება კოკა-კოლას გლობალური კამპანია Real Magic, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად ჩაეშვა. გამონაკლისი, ცხადია, არც საქართველო აღმოჩნდა და ადგილობრივ ბაზარზე McCann Tbilisi-ს მიერ ადაპტირებული კამპანიით და ორიგინალური კონტენტით წარსდგა.
კოკა-კოლას ქართული სატელევიზიო ვიდეო რეკლამა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, არც ისე მარტივი გასახსენებელია. თუმცა, წლევანდელი წელი გამონაკლისი აღმოჩნდა და ბრენდმა ქართველ მომხმარებლებს ახალი წელი ჯადოსნური ახალი რგოლით მიულოცა.
გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური საახალწლო ციფრული პლატფორმა Realmagic.ge, სადაც მომხმარებლები კოკა-კოლას ბოთლის ეტიკეტებზე გამოსახული QR-ის დასკანერების შემდეგ აღმოჩნდებიან. ხელის ერთი მარტივი მოძრაობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისთვის საინტერესო კონტენტი აღმოაჩინოს – მუსიკის პროფესიონალთა მიერ შერჩეული ფლეილისთები Spotify-ზე, რომლებიც არ ჰგავს გაცვეთილ ‘საშობაო მუსიკას’, ცნობადი სახეების პერსონალური და ორიგინალური მილოცვები, არატრადიციული საახალწლო ვიდეო-რეცეპტები და სხვა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, თავად დაასკანერე კოკა-კოლას ეტიკეტი, გადადი ჯადოსნურ პლატფორმაზე და განიახლე განწყობა.
Video Credits:
Agency – McCann Tbilisi
General Manager: Temo Blumgardt
Creative Director: Zura Chachua
Copywriter: Vakho Davitashvili
Project Manager: Ninchi Gachechiladze
Project Supervisor: Sopo Chikvaidze
Production Company: Studio 72
Director: Gabriel Razmadze
Producer: Nino Jakobidze
DoP: Mindia Esadze
Production Designer: Tekla Berdzenishvili
Make-up Artist: Veriko Bedeladze
Focus Puller: Giviko Tuxareli
Gaffer: Gela Chinchaladze
Computer Graphics: Guram Kveladze
Color Grading: Levan Kukhashvili
Sound Designer: Beka Kuparadze
Creative Producer: Tatia Gvetadze
Executive Producer: Marta Nazgaidze
Casting Manager: Eka Mzhavanadze
Realmagic.ge–ს პლატფორმის კონცეფციისა და კონტენტის შექმნაზე იმუშავა McCann Tbilisi-ს გუნდმა, ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო Slick Studio-მ.
[პარტნიორის კონტენტი]