in

Coca-Cola-ს და ჯეისონ დერულოს ჰიმნი FIFA 2018-ისთვის!

სულ ცოტა ხნის წინ, Coca-Cola-მ ცნობილ მომღერალ ჯეისონ დერულოსთან თანამშრომლობა დაადასტურა, რისი მთავარი მიზეზიც FIFA-ს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი გახდა. კომპანია, რომელიც ამ სპორტული მოვლენის ოფიციალური პარტნიორი ჯერ კიდევ 1978 წლიდან გახლავთ, დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ფეხბურთის მოყვარულებს ამჯერადაც საკმაოდ ბევრ საინტერესო კამპანიას სთავაზობს. სწორედ ამ მიზნების განხორციელებაში ეხმარება Coca-Cola-ს ჯეისონ დერულო და რაც მთავარია, მასთან ერთად იქმნება ბრენდის ახალი ჰიმნი საფეხბურთო ჩემპიონატისთვის. მართალია, სიმღერა Colors-ის სრულ ვერსიას საზოგადოება ოფიციალურად 16 მარტს მოისმენს, თუმცა, მანამდე Coca-Cola და დერულო მის მოკლე ანონსს გვთავაზობენ.

 

„საინი“ – ქართული ასონიშნები ორნამენტებად: ჭურჭლის, ინტერიერისა თუ ექსტერიერის დიზაინში

ქართული აპლიკაცია Store Cards – ვირტუალური საფულე დაგროვებითი ბარათებისთვის