in

„როცა კოკა-კოლა შეხვდა ჰოკუსაის“ — ახალი ლიმიტირებული სერია

იაპონია მთელ კრეატიულ ინდუსტრიას ხიბლავს, თავისი განსხვავებული ესთეტიკით, რომელსაც სამყაროსთან კავშირი მუდმივ ფონად გასდევს. ახლა კი „ამომავალი მზის ქვეყანაში“ თავისი არსებობის აღსანიშნავად, Coca-Cola-მ გადაწყვიტა, შეზღუდული გამოშვების ბოთლები ჰოკუსაის დიზაინით შეექმნა. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლიმიტირებული შეფუთვა იაპონური კულტურის განსაკუთრებულობის აღნიშვნას ემსახურება. ამისათვის კი მთელ მსოფლიოში ყველასათვის ადვილად ამოსაცნობი მოტივები გამოიყენა — კაცუსიკა ჰოკუსაის „კანაგავას ტალღის ქვეშ“. ბევრი ადამიანისთვის იაპონური ხელოვნების და კულტურის უმაღლეს წერტილად სწორედ ეს ნამუშევარი აღიქმება… შესაბამისად, ხალხის დიდი ნაწილიც მარტივად ამოიცნობს, რას ეძღვნება კონკრეტული ბოთლი.

მიუხედავად იმისა, რომ ნახატის ფერები შეიცვალა, რათა ბრენდის პალიტრასთან შესაბამისი ყოფილიყო, საფუძველი და შთაგონება მაინც იგრძნობა.

როგორ გავასუფთაოთ iPhone-ის „სხვა მეხსიერება“ (Other Storage)?

მოქსი თბილისი – ბუტიკური სასტუმრო უმაღლესი ხარისხის სერვისით, მულტიფუნქციური სივრცეებითა და ახალი, საინტერესო აქტივობებით