in

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი Coca-Cola-ს ახალ ქარხანას ესტუმრა

ნატახტარში მდებარე კომპანია Coca-Cola-ს ახალი ქარხნის პირველი ოფიციალური სტუმარი ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იყო. ქარხანაში გამართულ ტურს, თანამშრომლებთან ერთად, კომპანიის პრეზიდენტი თემურ ჭყონია ხელმძღვანელობდა, რომელმაც ელჩს წარმოების სრული პროცესი დაათვალიერებინა.

„ულტრათანამედროვედ აღჭურვილი Coca-Cola-ს ახალი ქარხანა სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, რაც აისახება როგორც წარმოების ციკლზე, ისე არსებულ ლაბორატორიაზე, თანამშრომლების კვალიფიკაციასა და მართვის სისტემაზე“. 

ქარხანაში გამართული ტურის შემდეგ, ელჩმა კელი დეგნანმა ამერიკის მთავარი სიმბოლოს, Coca-Cola-ს, საქართველოს ბაზარზე არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული კომპანიების თანამშრომლობა ამერიკულ მხარესთან სულ უფრო მეტად განვითარდება.

კომპანიის პრეზიდენტის, თემურ ჭყონიას ინფორმაციით, ახალი ქარხნის გახსნის შემდეგ წარმოების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მხოლოდ სექტემბერში გაყიდული პირობითი ყუთის რაოდენობა 3 000 000-ით განისაზღვრა.

 

[R]

ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის, Nainnoh-ს ფსიქოდელიური სინგლი სადებიუტო ალბომიდან

Avon-მა გაყიდვების ყოველწლიური კონფერენცია „ონლაინ“ ჩაატარა