კოკა-კოლამ, საახალწლო სეზონთან დაკავშირებით, ძველი ვიდეორგოლი დააბრუნა. ეს ის ლეგენდარული რეკლამაა, რომელიც აუცილებლად გემახსოვრებათ 90-იანი წლებიდან – სწორედ იმ დროს გამოჩნდა თბილისის ბნელ ქუჩებში კოკა-კოლას განათებული ავტოკოლონა, მუსიკალური გაფორმებით. აღსანიშნავია, რომ ბევრისთვის საახალწლო სეზონი კოკა-კოლას რეკლამებთან ერთად იწყება.
ახალი წლისთვის, კომპანიის მთავარი პროდუქტი Coca-Cola Zero იქნება. კომპანიის ამოცანაა, წლიდან წლამდე განაახლოს ტრადიცია, რომელიც ყველას უყვარს. ახალგაზრდა აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად, კოკა-კოლამ Snapchat-თან დაიწყო თანამშრომლობა და სპეციალური ობიექტივიც შექმნა.
თავის მხრივ, სამეფო გუნდმა ვიდეორგოლის ფონური სიმღერის “დღესასწაული ახლოვდება” ახალი ვერსია ჩაწერა. სიმღერის ჩამოტვირთვა iTunes-დან 9 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, კოკა-კოლამ უკალორიო სასმელიც (Zero) გამოუშვა, დარიჩინის არომატით. პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, ლონდონში, Oxford Circus-ის სადგური დარიჩინის სურნელით გააჯერეს, რაც საშობაო განწყობას ქმნის.