in

როგორია Coca-Cola-ს ამჟამინდელი მარკეტინგული ხედვა?

დღეს ყველა მარკეტინგისა და მონაცემების ტრანსფორმაციაზე საუბრობს: მისია კრიტიკულია და მარკეტინგისა და მომხმარებელთა ჩართულობის სრულიად ახალ სამყაროს ხსნის… მაგრამ მარკეტინგი, ბიზნეს ოპერაციების უმეტესობისგან განსხვავებით, შემოქმედებითი პროცესია — მატივად, მონაცემები არაფერს ნიშნავს დიდი კონტენტის გარეშე.

სტატიაში კი Coca-Cola-ს მაგალითს განვიხილავთ. საიდუმლო არ არის, რომ Coca-Cola, 135 წლის ბრენდი, აქტუალურობას ინარჩუნებს და „დაძველებას“ ნამდვილად არ განიცდის. ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესოა მისი მარკეტინგული მიდგომების გაზიარება.

ყურადღების ეკონომიკა

ახლა ის დროა, როცა ყველა ინდუსტრია პანდემიისგან გამოჯანმრთელების გზებს გადის. საზღვრები ხელახლა იხსნება, მოგზაურობისა და სოციალური შეკრებებისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც ბევრი კომპანია იძულებული გახდა, საქმიანობა შეეჩერებინა, ახალი გამოწვევაა საინტერესო, უნიკალური და ინოვაციური გამოცდილების შექმნა, რომელიც საზღვრებით არ იქნება შემოფარგლული. ამის მაგალითია Real Magic — პლატფორმამ სრულად შეცვალა აუდიტორიასთან დაკავშირების გზები და კომუნიკაციის სახე.

აუდიტორიაც შეიცვალა, ყურადღება ცვალებადია და ბრენდები მთელ მსოფლიოში ცდილობენ, საბოლოო გამოცდილებაზე თუ მომხმარებლებთან კავშირის გაუმჯობესებაზე ფოკუსირდნენ. ეს არის ეპოქა, სადაც ინოვაციები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუფერხებლად ინტეგრირდება. ამ ჯვარედინი ბრენდის თანამშრომლობას შეუძლია, გაყიდვები გააძლიეროს და ახალ, მაგრამ შესაბამისი აუდიტორიის მოზიდვას შეუწყოს ხელი.

თავის მხრივ, Coca-Cola გეგმავს, განაგრძოს ინვესტიციები თავის ბრენდებში, რათა ეფექტურად გაუმკლავდეს ნებისმიერ მოსალოდნელ ეკონომიკურ პრობლემას. „ჩვენი დაჩქარებული მარკეტინგი და ინოვაციები ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ამას სასმელების მოხმარებაში ჩაშვებასა და ბრენდისთვის ღირებულების დამატებისთვის ვიყენებთ“,  — ამბობს ჯეიმსი ქუინსი, კოკა-კოლას აღმასრულებელი დირექტორი.

ამასთან, გაყიდვების ზრდის მიუხედავად, კომპანიამ უცვლელად შეინარჩუნა 2022 წლის მითითებები და სამომავლო სიფრთხილის მიზეზად გეოპოლიტიკური დაძაბულობა და „გაურკვეველი სამომხმარებლო განწყობები“ დაასახელა.

მუდმივი ფოკუსირება ინოვაციებზე

გასულ წელს Coca-Cola-მ ინოვაციური ახალი პლატფორმა შექმნა, შეზღუდული გამოცემის პროდუქტებისთვის, რომლებსაც ერთობლივად შექმნიან მარკეტერები, კრეატივები და დიზაინერები. ამას მოჰყვა Starlight-ის „კოსმოსური ქილა“ და მარშმელოუს არომატი. რეალურად, ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა ინოვაციებსა და მარკეტინგულ ეფექტურობაზეა ფოკუსირებული. ეს ხედვა ჯერ კიდევ 2020 წლიდან მოდის, როდესაც კომპანიამ გადაწყვიტა, „სწრაფად ცვალებად ბაზარზე თავადაც სწრაფად გაზრდილიყო“.

აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ინოვაცია ბიზნესის ძირითად აქცენტად დარჩება, მიუხედავად არსებული ინფლაციური გარემოსი. ხოლო ბიზნესის ყველა ნაწილს შორის თანამშრომლობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც კოკა-კოლა ინოვაციების გზას მიჰყვება. როგორც ჯეიმსი განმარტავს, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს თავის ჩამომსხმლებთან, რათა გაარკვიოს, როგორი მარკეტინგული და ინოვაციური პროგრამები იმუშავებს უკეთ.

Aroma Shooter — მოწყობილობა, რომელიც არომატებს აციფრულებს

სწორ კითხვებამდე მონაცემებს მივყავართ, პასუხებამდე – კრეატივს