მართალია, მომხმარებელთა უმეტესობა საბოლოოდ ყოველთვის „ტრადიციულ კოლას“ ამჯობინებს, თუმცა Coca-Cola მაინც განაგრძობს არომატებით თამაშს. ამჯერად კომპანია ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ვარსკვლავთან, Marshmello-სთან, თანამშრომლობს, რათა მისი უზარმაზარი აუდიტორია გამოიყენოს.
მიმდინარე წლის თებერვალი კოკა-კოლა კოსმოსით იყო შთაგონებული და შეზღუდული გამოცემის სასმელი, Starlight გამოუშვა — „მისი გემო შეიცავს დამატებით ნოტებს, რომლებიც მოგვაგონებს ვარსკვლავების ყურებას კოცონის ირგვლივ; ასევე შეგრძნებას, რომელიც იწვევს კოსმოსში ცივი მოგზაურობის განცდას“. ახლა კი ივლისიდან მომხმარებლებს Marshmello Coca-Cola-ს შეზღუდული გამოცემის დაგემოვნება შეეძლებათ, რომელიც საზამთროსა და მრწყვის გემოებით ხასიათდება.
ეს ყველაფერი Coca-Cola Creations-ის გრანდიოზული ინოვაციური გეგმის ნაწილია, რათა ბრენდი უფრო მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის. Marshmello-ს შეზღუდული გამოშვების სასმელი 11 ივლისიდან იქნება აშშ-ში ხელმისაწვდომი, შემდეგ კი შერჩეულ ქვეყნებში გამოჩნდება ეტაპობრივად.
„მუსიკას აქვს ძალა, გააერთიანოს საზოგადოებები და გამოცდილების გასაზიარებლად ახალი შესაძლებლობები შექმნას. იმავე პოტენციალი აქვს კოკა-კოლასაც და, შესაბამისად, Marshmello მისთვის შესანიშნავი კომპანიონია“, — განმარტავს კომპანიის გლობალური სტრატეგიის უფროსი, ომარ ვლადი.