in

Coca-Cola-ს ბოთლი ხელოვნების ნიმუშებში მოგზაურობს

Masterpice — ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც Coca-Cola-ს ბოთლი ისტორიულ და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებში მოგზაურობს. რით უნდა დაწყებულიყო ეს თავგადასავალი, თუ არა ენდი უორჰოლის ნახატით… ხელოვანი ხომ სწორედ ამ ბრენდს ანიჭებდა უპირატესობას, როდესაც პოპ-არტის იდეებზე საუბრობდა.

BOG

ამას მოჰყვა ჯოსეფ მელორდის, უილიამ ტერნერის, ვინსენტ ვან გოგის, იან ვერმეერის, ედვარდ მუნკისა და ჰიროშიგეს სურათები. თითოეულ მათგანს ერთგვარი თამაშის ხასიათი გასდევს, როდესაც კომპოზიციების პერსონაჟები ბოთლის დაჭერას ცდილობენ. თანაც, ბოთლის ვიზუალი იმ სტილის მიხედვით იცვლება, რომელ ნამუშევარშიც ხვდება ის.

კამპანიის ნაწილია ვიდეორგოლიც, რომელიც პოპ კულტურას, ხელოვნებას, მუსიკას და ინსპირაციის ყველ წყაროს აერთიანებს. „ბრენდის სულისკვეთების ერთგულებით, ხელოვნების მრავალი ჟანრი და ეპოქა გავაერთიანეთ. ასე შევქმენით ადამიანებს შორის კავშირი და ყოველდღიური მომენტების ხიბლი“, — აღნიშნავენ Coca-Cola-ში.

TikTok კრეატორებს ფულის გამომუშავების კიდევ ერთ გზას სთავაზობს

Einstein GPT — ახალი AI მოდელი ბიზნესებისთვის