in

„კოკა-კოლას“ ახალი მინერალური წყლის ბრენდი „McCann თბილისმა“ შექმნა

კომპანია “კოკა-კოლა“-ს ახალი მინერალური წყლის ბრენდ-პლატფორმა და სტრატეგია შექმნა სარეკლამო სააგენტომ McCann Tbilisi. გუნდმა იმუშავა „ნეიმინგსა“ და საკომუნიკაციო მხარდაჭერაზეც.

bog
bog-mob

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში გააკეთა განცხადება, რომ პორტფოლიოს აფართოებდა და ახალი მინერალური წყლის წარმოებას იწყებდა, რომლის ტექნოლოგიური თვისებები და ხარისხი გარანტირებული იქნებოდა „კომპანია კოკა-კოლა“-ს საერთაშორისოდ აღიარებული სანდოობის სტანდარტებით.

დღეს ახალი წყალი უკვე ბაზარზეა და სწორედ ამ ბრენდის -„მთის“ შექმნაზე იმუშავა სააგენტომ „McCann Tbilisi“.

თემო ბლიუმგარდტი, McCann Tbilisi – გენერალური მენეჯერი:  „McCann Tbilisi“  საერთაშორისო სააგენტოა და წლებია  „კომპანია კოკა-კოლა“-ს  არსებული თუ ახალი ბრენდების მარკეტინგულ, მედია მხარდაჭერას უზრუნველჰყოფს. ამჯერად, ამოცანა იყო ბაზარზე ახალი ბრენდის, წყლის წარდგენა,  რაც მოიცავდა პროდუქტისთვის სახელდების, სტრატეგიის, ბრენდ- პლატფორმისა და მედია მხარდაჭერის შემუშავებას.

წყლის კატეგორია ქართულ ბაზარზე მძლავრადაა წარმოდგენილი და პროდუქტებისა და კონკურენციის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.  ამოცანა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, გამოწვევებით იყო სავსე, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა სამუშაო პროცესს. მიხარია, რომ გუნდმა, „კომპანია კოკა-კოლა“-სთან  კოლაბორაციით, წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზნებს და დღეს ბაზარზე წარმოდგენილია ახალი ქართული წყლის პროდუქტი „მთის“.

„McCann Tbilisi“-ს სტრატეგი – ოთარ ქირია ამბობს, რომ ახალი ბრენდის სტრატეგია და მთავარი იდეა ისეთ რეალურ მახასიათებლებს ეფუძნება, როგორიცაა: ძალა, სიცოცხლე და სიჯანსაღე.

ბრენდი „მთის“ არის მთის წყალი, მარტივად და კონკრეტულად. საქართველოში წყალი სუფთა და ჯანსაღია. ამის მიზეზი მთიანი საფარის სიუხვეც გახლავთ.  რამდენადაც, ერთი შეხედვით, სახელი მარტივია, მით უფრო ახლოსაა სინამდვილესთან.  ბრენდის სტრატეგია და „big idea“ დაეფუძნა რეალურ მახასიათებლებს, როგორიცაა: ძალა, სიცოცხლე და სიჯანსაღე. „McCann Tbilisi“-ს გუნდმა სწორედ ამაზე დაყრდნობით შექმნა, როგორც ფერთა გამა, ისე – ატრიბუტიკა.

ძალისა და ენერგიის წარმომავლობა და გადაცემა გახლავთ launch რგოლის ლაიტმოტივიც. რეალობაშიც ასე აღვიქვამთ ადამიანები: როცა მთაში ვართ, წყაროს წყალი ანუ მთის წყალი ყოველთვის მიზიდულობის ძალით გვიხმობს. მისი მირთმევა კი გვავსებს სიახლით. „მთის“ წყლის ფილოსოფიაც სწორედ ამ სინამდვილეშია.

ამიერიდან, წყალი „ მთის“ „კოკა-კოლას“ მაცივრებიდანაც გადმოგვცემს მთის ძალას.

რაც შეეხება საკომუნიკაციო სტრატეგიას, ის როჯერსის მოდელს ეფუძნება, სადაც ამოსავალი წერტილია მცდელობა-ადაპტაცია. სწორედ ამიტომ, ბაზარს „მთის“ წყალი რამდენიმე კვირის წინ მიეწოდა დაგემოვნებისთვის. დეგუსტაციამ წარმატებით ჩაიარა. ახლა კი დროა, განვმარტოთ რამდენად მდიდარია პროდუქტი მთის მინერალებითა და ენერგიით, – ამბობს ოთარ ქირია.

 

[R]

თიბისი ბიზნეს კლუბი – პლატფორმა, რომელიც ადამიანებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა

Warner Bros.-ის 2021 წლის ფილმები კინოთეატრების პარალელურად HBO Max-ზე გამოქვეყნდება