in

Coca-Cola მეტავერსში ერთი წლის აღსანიშნავად NFT-ს უშვებს

თანაც, მეგობრობის საერთაშორისო დღეზე…

დიახ, ციფრული კოლექციის გამოშვებით ბრენდი ვირტუალურ ბაზარზე მყარად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. Coca-Cola მეტავერსში ყოფნის ერთ წელს შეზღუდული რაოდენობის საკოლექციო ნივთებით აღნიშნავს. კოლექციას კი სიმბოლურად მეგობრობის საერთაშორისო დღეს გამოუშვებს და არსებულ საკოლექციო საზოგადოების წევრებს გადასცემს.

საინტერესოა ისიც, რომ Coca-Cola-ს დებიუტი მეტავერსში გასულ ზაფხულს Friendship Day Loot Box-ით შედგა. Web3-ის სივრცეში დასამკვიდრებლად კი 2022 წლის 28 მაისს, ანუ ჰამბურგის დღეზე და 28 ივნისის სიამაყის საერთაშორისო დღეზე ორი ციფრული საკოლექციო ნივთიც გამოუშვა.

ახლა კი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გიგანტური გამაგრილებელი სასმლის ბრენდის საკოლექციო ნივთს ფლობს, CocaCola-ს ახალ საერთაშორისო მეგობრობის დღის საკოლექციო ნივთს Airdrop-ის საშუალებით პირდაპირ ციფრულ საფულეზე 30 ივლისს მიიღებს. 

როგორც ამბობენ, უახლესი ციფრული საკოლექციო ნივთი მეგობრობის სულისკვეთებით არის სავსე, მისი დიზაინი კი კოკა-კოლას ბოთლში არსებული ბუშტებით არის შთაგონებული. ხოლო, როცა მას გააზიარებთ, ეს უნიკალური ნამუშევარი ორივე მხარისთვის ხელმისაწვდომი გახდება. 

ადამიანების გაერთიანება საერთო მომენტების ირგვლივ ყოველთვის იყო CocaCola-ს გულში. ერთი წლის წინ მეტავერსში შესვლა ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო ადამიანებთან სრულიად ახალი და შთამაგონებელი გზით დასაკავშირებლად. მეგობრობის საერთაშორისო დღე კი აძლიერებს ჩვენს ერთგულებას მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროში ჩვენივე საზოგადოების ასაშენებლად. ამასთან, გვაძლევს შანსს, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მეტავერსული მოგზაურობის ნაწილი იყვნენ, — აცხადებს პრატიკ თაკარი, Coca-Cola-ს გლობალური შემოქმედებითი სტრატეგიის ხელმძღვანელი.

კომპანიის სტრატეგია მეტავერსში შეღწევისთვის ახალგაზრდა აუდიტორიასთან დასაკავშირებლად ციფრულ კოლექციებსაც კი გასცდა. ჯერ კიდევ აპრილში ბრენდმა შეზღუდული რაოდენობის Byte-ის უშაქრო სასმელი გამოუშვა, რომელიც ბაზარზე პიქსელების შემცველობით წარსდგა და სპეციალურად გეიმერებისთვის იყო განკუთვნილი. 

Heineken-ის ლუდის გასახსნელი ბევრი მუშაობისგან გიხსნით

Microsoft Dynamics CRM — გაზარდეთ გაყიდვები თქვენს სამუშაო პროცესზე მორგებული სისტემის საშუალებით