in

,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,, მსოფლიო ბაზარზე ახალი მინერალური წყლით შემოდის

2020 წლის 22 ივლისს, კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ განაცხადა, რომ თავის პორტფოლიოს აფართოვებს და ახალი მინერალური „მთის“ წყლის წარმოებას იწყებს.

„მთის“ წყლის ტექნოლოგიური თვისებები და ხარისხი გარანტირებულია კომპანია „Coca-Cola-ს” საერთაშორისოდ აღიარებული სანდოობის სტანდარტებით.

ნიშანი „მთის წყალი“ „კოკა-კოლას“ პორტფელში არის რეგისტრირებული და წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ საექსპორტო პროდუქტს და საერთაშორისო ბაზარზე სწორედ კოკა-კოლას სადისტრიბუციო არხებით გავა.

„მთის“ წყალი ამ ეტაპზე ნახევარლიტრიანი და ლიტრანახევრიანი მოცულობით არის წარმოდგენილი, ხოლო უახლოეს მომავალში 0.75ლ და 0.33ლ შუშის შეფუთვაშიც იქნება ხელმისაწვდომი. ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია-ს” სადისტრიბუციო სისტემა მომდევნო კვირიდან მთის წყალს მთელ საქართველოს მიაწოდებს.

„მთის“ წყლის ბრენდის შექმნაში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 3 200 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა.

 

Protected: Sio-მ West Mood-ის პირბადის საზაფხულო მრავალშრიანი მრავალჯერადი მოდელი გამოუშვა

როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი სოციალური კავშირები, სოციალური სამართლიანობის მისაღწევად