11
Feb
2019

მალე კოკა-კოლა ახალი არომატით გამოჩნდება

11 Feb 2019

კოკა-კოლამ გადაწყვიტა, სასმელს ახალი არომატი, კერძოდ – ვანილი და ფორთოხალი დაამატოს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო ათი წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა. თუმცა, მანამდე, 1985 წელს, როგორც ვიცით, იგი ბაზარზე ალუბლის არომატით გამოჩნდა. როგორც კოკა-კოლას დირექტორი ამბობს, ალუბლის არომატიანმა სასმელმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ, სიახლეების დანერგვა. თავდაპირველად კომპანია სასმლისთვის ჯინჯერის, ლიმონისა და ჟოლოს არომატების დამატებას გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ გეგმები შეცვალეს.

კოკა-კოლა ფორთოხლის არომატით 25 თებერვლიდან გამოჩნდება, თუმცა, თავდაპირველად ეს პროდუქტი ამერიკას აითვისებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არომატი ექნება როგორც კლასიკურ კოკა-კოლას, ისე უშაქრო ვარიანტსაც.

განხილვა