Coca-Cola-მ, სპეციალურად კოქტეილების დასამზადებლად, გაზიანი სასმელების ხაზი გამოუშვა. ახალ პროდუქტს 4 სხვადასხვა გემო აქვს: Smoky, Spicy, Herbal და Woody. როგორც უცხოური მედია წერს, მის შექმნაზე მსოფლიოს საუკეთესო ბარმენები და მიქსის სპეციალისტები მუშაობდნენ.
ბრენდის ახალი, უალკოჰოლო, გაზიანი სასმელი სპეციალურ, 200 გრამიან რეტრო ბოთლებში გაიყიდება, რომლის დიზაინიც 1834 წელს შეიქმნა.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კოკა – კოლა ჯერ კიდევ 1900-იანი წლებიდან იყო კოქტეილის კულტურისა და ისტორიის ნაწილი.
„ არ არსებობს კოკა – კოლაზე უფრო მისტიური და საკულტო ბრენდი. ექსპერტებთან ერთად, აბსოლუტურად უნიკალური და ინოვაციური პროდუქტი შევქმენით და მას ძალიან მალე გამოვიტანთ ბაზარზე. ახალი პროდუქტი, თავისი კომპლექსური გემოთი და გამორჩეული დიზაინით, და რა თქმა უნდა, ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნებით, დიდ ინტერესს გამოიწვევს ამ სექტორში“.