in

“ჩვენი იდეა ამართლებს” – Coca-Cola-ს ახალი ორიგინალური ქილები

ინიციატივა კომპანიის “ღია” პლატფორმის ნაწილია

ახალი წლის აღნიშვნის პარალელურად Coca-Cola-მ “ჩვეულებრივი”, დიეტური და უშაქრო სასმელების შეზღუდული რაოდენობის ორიგინალური გამოცემა – “Open to Better” წარმოგვიდგინა, რომლის მთავარი მიზანიც თვითგანვითარებაზე ორიენტირებული მესიჯების მომხმარებლებისთვის მიწოდებაა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მძიმე პერიოდის შემდეგ (თუ პარალელურად) სურთ, იმედი და პოზიტივი დანერგონ, რისთვისაც ვიზუალურ ეფექტს იყენებენ. ქილებზე შევხვდებით დადებითი ემოციის მატარებელ ფრაზებს, მაგალითად, “აღარანაირი თავის მართლება. ჩვენი იდეა ამართლებს” და ასევე, შედარებით ნეგატიურ აზრებსაც – “ნუ ენდობით მეგობრებს ბრმად”.

“136 წელზე მეტია, Coca-Cola საკუთარ ხმას მთელი მსოფლიოს ხალხების გასაერთიანებლად იყენებს” – ამბობს ბრაიონ ლესტერი, დიდი ბრიტანეთის Coca-Cola–ს მარკეტინგის მენეჯერი.

ინიციატივა კომპანიის “ღია” პლატფორმის ნაწილია, რომელიც 2020 წლის ივლისში დაიწყო და ხაზს უსვამს ფაქტს, თუ როგორ შეიცვალა სამყაროში ყველაფერი, ისიც კი, რაც სამუდამოდ უცვლელად მიგვაჩნდა.

კამპანიას მხარს უჭერენ ისეთი ცნობილი და პოპულარული ადამიანები, როგორებიც არიან ფეხბურთელი მარკუს რაშფორდი, ტელეწამყვანი ლორა უიტმორი და სამეჯლისო მოცეკვავეები AJ და კურტის პრიტჩარდი.

რა ხდებოდა წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიების, CES-ის პირველ დღეს

გაიცანით ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დესერტების ახალ რეცეპტებს ქმნის