in

Coca-Cola, ციფრული მარკეტინგის გასააქტიურებლად, OpenAI-ისთან თანამშრომლობს

ექსპერტების ნაწილმა კი თქვა, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტი სწრაფი კვების ობიექტივით იქნება — მასები გამოიყენებენ, დიდი ბრენდები კი ნაკლებად მიაქცევენო ყურადღებას, მაგრამ ამჟამინდელი რეალობა სხვაგვარია. ამჯერად Coca-Cola-ზე ვსაუბრობთ — ის გახდა პირველი კომპანია, რომელიც Bain & Company-ისა და OpenAI-ისთან თანამშრომლობს.

ვინაიდან AI გენერატორები ეფექტურად იპყრობენ ციფრულ რეალობას, გასაკვირი არ არის,რომ ბიზნესის წარმომადგენლებიც ცდილობენ ტექნოლოგიის საკუთარ საქმიანობაში დანერგვას. პრესრელიზის თანახმად, Bain კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში დაეხმარება, რათა გაამარტივონ პროცესები, ოპერაციული მოდელები და მონაცემთა აქტივები.

რაც შეეხება რეკლამისა და მარკეტინგის მიმართულებას, ამ კუთხით მეტად მოსალოდნელია ფოტოების გენერატორებისა და ჩეტბოტების დანერგვა. AI სისტემებს შეეძლებათ, ძალიან პერსონალიზებული ქოფი, შთამბეჭდავი გამოსახულებები და რეალურ დროში გენერირებული შეტყობინებები შემოგვთავაზოს.

„აღფრთოვანებულები ვართ, რომ კრეატიულობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, ამ სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიის მეშვეობით. უამრავ შესაძლებლობას ვხედავთ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს“, — აღნიშნავს ჯეიმს ქვინსი, Coca-Cola Company-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Google-მა სამუშაო აპლიკაციები განაახლა — რა იცვლება?

საუკეთესო მანქანების ათეული დამწყები მძღოლებისთვის