სარეკლამო სააგენტო MRY-მა Coca-Cola Placelists-ის დადებით მხარეებზე სარეკლამო რგოლი გააკეთა. აპლიკაცია, რომელიც კოკა-კოლამ 2013 წელს გამოუშვა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მუსიკის მოსმენასთან ერთად “დაჩექინდნენ” და აპლიკაციის დახმარებით, ხასიათთან შესაბამისი მუსიკა შეარჩიონ.
კოკა-კოლამ და მუსიკალურმა სერვისმა Spotify-მა 2012 წელს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აპლიკაცია Placelists პირველი პროექტი იყო, რომელიც თანამშრომლობის საფუძველზე გაკეთდა.
აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თავისი საყვარელი ადგილის საუნდტრეკი შექმნას, მოუსმინოს 20 მილიონ ტრეკს, თვალი ადევნოს მეგობრების გადაადგილებას და ახალ მუსიკალურ აღმოჩენებს, შექმნას საკუთარი აუდიო ფაილი და მრავალი სხვა ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც Spotify-ი მუშაობს.