Coca-Cola ახალი დიზაინის მქონე, მსუბუქ PET ბოთლებს ავრცელებს, რაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი რედიზაინია ამ მიმართულებით. განახლებული დიზაინი ფოკუსირებულია წარმოებაში გამოყენებული პლასტმასის რაოდენობის შემცირებაზე — ადრე თითო ბოთლი 21 გრამს იწონიდა, ახლა კი ეს რიცხვი 18,5-მდე შემცირდა. ცვლილება ერთნაირად შეეხება Sprite-ს, Fanta-სა და Minute Maid-ს.
„განზრახ დავიწყეთ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტით, რადგან გვსურს, მნიშვნელოვანი გავლენა ვიქონიოთ პლასტმასას შემცირების დონეზე“, — ალეხანდრო სანტამარია, გლობალური შეფუთვის განვითარებისა და ინოვაციების უფროსი დირექტორი.
ამისათვის კი მოწინავე მოდელირების ტექნოლოგია და დიზაინის ფორმირების კომბინაცია გამოიყენეს. ოპტიმიზაციისა და თავად ბოთლში სპეციფიკური მახასიათებლების ჩართვით, ბრენდის ინჟინრებმა შეძლეს, მასალის რაოდენობა სტრუქტურული მთლიანობის თუ ფუნქციონირების შენარჩუნებით შეემცირებინათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზიანი სასმელებისთვის, სადაც ბოთლის სიმკვრივე აუცილებელია წნევის შესანარჩუნებლად.
შესაძლოა, რიცხობრივი სხვაობა უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ, მაგრამ ერთი შეხედვით მცირე ცვლილება საგრძნობლად მოქმედებს გარემოზე. Coca-Cola-ს შეფასებით, გარდამავალი პროცესი 2025 წელს იქნება — სწორედ მაშინ შემცირდება პლასტმასის გამოყენება დაახლოებით 800 ბოთლის ეკვივალენტით.