4
Jun
2019

კოკა-კოლას ბილბორდები ნაგვის ურნისკენ მიმავალ გზას გიჩვენებენ

4 Jun 2019

კოკა-კოლას ბილბორდები ნაგვის ურნისკენ მიუთითებს მომხმარებლებს. ბრენდი ცდილობს გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამ მიზნით, ის პირობას დებს, რომ 2025 წლისთვის 100%-ით გადამუშავებად შეფუთვას გამოუშვებს, ხოლო 2030 წლისთვის კი ექნება არსებული ნარჩენების გადამუშავების სისტემები. კამპანიის ფარგლებში, სააგენტომ Publicis Italy ბრენდის საკულტო თეთრი ლენტი ნაგვის ურნების მიმთითებლად აქცია. ამ კამპანიას საფუძვლად დაედო კვლევა, რომლის თანახმადაც, მომხმარებლები ნამდვილად მიიღებენ ნარჩენების დახარისხებაში მონაწილეობას, თუკი ეს მათთვის ადვილია. კოკა-კოლამ კამპანია ბულგარეთის მუსიკალურ ფესტივალზე Happy Energy Tour გამოსცადა. ფესტივალს 200,000 ვიზიტორი ჰყავს ყოველდღიურად. კამპანიის ფარგლებში კი, გამოყენებული ქილების 85% შეგროვდა, რაც ორგანიზატორების აზრით, შესანიშნავი შედეგია.

განხილვა