კოკა-კოლა 139-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდია და უკვე ისიც კი დაგვიმტკიცა, რომ მის კორპორაციულ იდენტობას ლოგოს გარეშეც ცნობენ. თუმცა ვიზუალების 200-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენა, კვლავ ბრენდის იდენტობის PDF ფაილებს ეყრდნობა. ახლა კი სწორედ ამის გამოსწორება გადაწყვიტა და Adobe-სთან გაერთიანდა.
ამ თანამშრომლობის შედეგს Project Fizzion-ის სახელით გვაცნობენ — ინიციატივა AI-ის გაწვრთნას მოიცავს ბრენდის დიზაინერების ჩართულობით, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს კოკა-კოლას კორპორაციული იდენტობის ვიზუალურ გაიდლაინებს ასწავლის.
ბრენდის მიზანი სამუშაო პროცესის ავტომატიზაციაა StyleID-ების გამოყენებით და, ამასთან, ბრენდის იდენტობის მოძველებული სახელმძღვანელოების ჩანაცვლებაც სურთ. ხოლო Adobe Creative Cloud-ის ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა Illustrator და Photoshop, ისინი ბრენდის ვიზუალურ იდენტობას მანქანისთვის წაკითხვადს გახდიან.
რაც შეეხება თავად StyleID-ებს, Canva-ს, Typeface-ს, Sitecore-სა და სხვა მსგავს აპლიკაციებს, კოკა-კოლას ვიზუალური გაიდლაინების ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს. ასე კი Coca-Cola ბრენდირებული გრაფიკული კონტენტის მასობრივ წარმოებას ისახავს მიზნად — ვიზუალური იდენტობის დემოკრატიზაციას მოახდენს, თუმცა მითითებების მკაფიო განსაზღვრით, არც შემოქმედებით კონტროლს დაკარგავს.
სლოგანით: Designers Lead. AI Follows კამპანია შემდეგ პარადიგმას გვაცნობს, რომ ადამიანების კრეატიულობა პირველ ადგილზეა, ხელოვნური ინტელექტი კი ამ საქმეში მოკავშირედ შეგვიძლია ჩავთვალოთ…