in

Coca-Cola პლასტმასის ნაცვლად ქაღალდის ბოთლებს გამოიყენებს!

ბოთლის პროტოტიპი დანიურ კომპანია Paboco-სთან თანამშრომლობით შემუშავდა

ყველასათვის ცნობილია, რომ პლასტმასით დაბინძურება ჩვენი პლანეტისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მომხმარებლების შესაბამისი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბრენდები იძულებულები არიან, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ და დიდი ცვლილებები შეიტანონ თავიანთ პროდუქციაში.

BOG
BOG

გამონაკლისი არც ყველასათვის ცნობილი და საყვარელი Coca-Cola აღმოჩნდა. მასაც მოუწია თავისი ბიზნეს პრაქტიკის გადახედვა და ცვლილებების შეტანა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სწორედ კოკა-კოლას მიუძღოდა პლანეტის დაბინძურებაში უდიდესი “ბრალი”. ამიტომაც კომპანიამ გადაწყვიტა, პლასტმასის ნაცვლად მდგრადი ქაღალდის ბოთლები გამოიყენონ, რითაც გარემოსთვის ნაკლებად საზიანო გახდება.

ბოთლის პროტოტიპი დანიურ კომპანია Paboco-სთან (იგივე Paper Bottle Company) თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი ბოთლი მრავალი გამოწვევის წინაშეა. ერთ-ერთ სირთულედ ალბათ, ყველას ერთი რამ წარმოუდგება – როგორ შეუშლიან ხელს გაზიანი სასმლის ქაღალდის ბოთლიდან გამოჟონვას? ამისათვის კომპანია კვლავ იყენებს პლასტმასს, თხელი საფენის შესაქმნელად. “ეს იქნება ბიო-ბარიერი, რაც საკვებს უსაფრთხოდ ინარჩუნებს და ამავდროულად სრულად უსაფრთხოა პროდუქტისთვის” – განმარტავს მაიკლ მიკელსენი, ბიზნესის განვითარების მენეჯერი Paboco-ში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბოთლის ვიზუალური მხარეც, რასთან დაკავშირებითაც მრავალი კითხვა ჩნდება – შესაძლებელია პირდაპირ ბოთლზე დაბეჭდვა? შესაძლებელია თუ ქაღალდის ადვილი ცვლილება, რათა ბოთლის სხვადასხვა დიზაინს მოერგოს? ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა მის ოფიციალურ ჩაშვებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ექსპერიმენტებს სავარაუდოდ, 7 წელი დაეთმობა.

2021 წლის ზაფხულს უნგრეთში კოკა-კოლას ქაღალდის პირველი ბოთლები შემოწმდება, რომლითაც კომპანიის ხილის სასმელი Adez გაიყიდება. როგორც თავად ამბობენ, ასე უკეთ გაიგებენ, როგორია ქაღალდის ბოთლის რეალურ სამყაროში მოხვედრა.

Oakley-მ შექმნა ნიღაბი, რომლის ტარების დროსაც სათვალე აღარ დაგეორთქლებათ

ჩაკეტილი წლის გასაღები – ორიენტ ლოჯიკი, როგორც შესაძლებლობების პლატფორმა