კოკა-კოლამ საახალწლო რეკლამა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა. ვიდეორგოლი კამპანიის Holidays are Coming ახლებური ინტერპრეტაციაა და საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 15-წამიან რგოლში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ალუბლისფერი სატვირთოები, ტრადიციულად, თოვლიან ქალაქში კოკა-კოლას არიგებენ. თუმცა, კამპანია სოციალურ მედიაში მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ზოგიერთმა მას „შემზარავი დისტოპიური კოშმარი“ უწოდა და „უსულო“ და „უცნაურ“ ნამუშევრად შეაფასა.
ვიდეოს მცირე შრიფტით მიწერილი განმარტება აქვს ფრაზით: „შექმნილია Real Magic AI-ის მიერ“, რაც კოკა-კოლას ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ გაბედული ნაბიჯია რეკლამის გადაწყვეტის კუთხით, ბევრი მომხმარებელი აცხადებს, რომ რეკლამა ვერ ქმნის სადღესასწაულო განწყობას და პირიქით, უარყოფით რეაქციებს იწვევს. ნახეთ და შეაფასეთ, როგორია თქვენთვის ვიდეორგოლიდან მიღებული ემოცია?
კოკა-კოლა წლების მანძილზე იყენებდა ამ რეკლამას თავისი სადღესასწაულო კალენდრის დასაწყების აღსანიშნავად. გასულ წელს, კომპანიამ კლასიკური რეკლამა 30-წამიან ვერსიად გადააკეთა და ასევე მეორე რეკლამა შექმნა მთავარი გზავნილით „მსოფლიოს მეტი სანტა სჭირდება“, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გავიდა ეთერში. „მსოფლიოს მეტი სანტა სჭირდება“ წელსაც დაბრუნდება. მისი მიზანია შეახსენოს მაყურებელს, რომ საშობაო სიკეთის ერთ აქტს შეუძლია ადამიანებში გააღვიძოს „შინაგანი სანტა“. ფილმის საუნდტრეკი შესრულებულია ბრიტანელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის სელესტეს მიერ, რომელმაც შეასრულა Anyone Can Be Santa-ს ქავერი.
კოკა-კოლას მიერ 2023 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა მომხმარებლების ძლიერი ემოციური კავშირი ორიგინალ რეკლამასთან. გამოკითხულთა 29%-მა ნოსტალგია გამოხატა ვიდეოს მიმართ. ქცევის ფსიქოლოგმა ჯო ჰემინგსმა განაცხადა, რომ მაყურებლის ურთიერთობა რეკლამასთან „დროთა განმავლობაში უფრო ძლიერდება“ და რომ ნაცნობი გარემო „არის რაღაც, რაც ხიდს აგებს წარსულსა და აწმყოს შორის“. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იგრძნონ ბავშვობის ნოსტალგია. გამოკითხულთა 29%-ში რეკლამამ ნოსტალგიური გრძნობები გამოიწვია.
წყარო: campaignasia