in ,

Coca-Cola-მ ახალი ხმის ჩამწერი ლეიბლი Real Thing Records შექმნა

Atlantic Records-ის რებრენდინგის წარმატების შემდეგ, Explorers Club Studio-მ Coca-Cola Universal Music Group-თან დაიწყო პარტნიორობა, მიზანი იდენტობის შექმნა იყო ახალი ერთობლივი მუსიკალური საწარმოსთვის — Real Thing Records. ლეიბლი იმისთვის დაარსდა, რომ მსოფლიოს მასშტაბის მუსიკალური ნიჭის მქონე ადამიანებს ცალკე პლატფორმა შესთავაზოს. 

BOG
BOG

რაღა თქმა უნდა, წამყვანი ბრენდინგში Coca-Cola-ს ემბლემა და ფერთა პალიტრაა. შედეგად, წითელი დომინირებს. მთავარ ფორმად კი Arden Square-ის წითელი ყუთი აიღეს და თხრობის საშუალებად აქციეს. სწორედ ამ ფორმით მიზნად არტისტებსა და აუდიტორიას შორის ხიდის აგება დაისახეს. 

ლოგო სამგანზომილებიანი კუბის სახითაც არის წარმოდგენილი, რომელიც როგორც კლასიკურ On Air, ისე Recording განათების ყუთებს მოგვაგონებს. ისეთებს, რომლებიც რადიოსადგურებსა და მუსიკალურ სტუდიებში გამოიყენება, მათ შორის MTV-ის ლოგოშიც.

თუმცა აღნიშნული ელემენტები მკვეთრად ეწინააღმდეგება ფოტოებში გამოყენებულ სევდიან ტონს, რომელიც შავი და რეტრო ფერებით გამოირჩევა. სურათებზე კლუბები, კონცერტები და საცეკვაო მოედნებია გამოსახული, რათა ცოცხალი მუსიკის არსზე გვესაუბრონ. ესთეტიკურადაც ფოტოები 90-იანი წლების მოდისა და მუსიკალური ვიდეოების უფრო ფართო ვიზუალურ ტენდენციებს ემთხვევა და ისინი House of Koko-ში გადაიღეს. 

ეს ამბავი მჭიდრო შემოქმედებითი პარტნიორობის შედეგია… ჩვენ მიზნად მუსიკის, გართობისა და გულშემატკივრების მომავლისთვის იდენტობის შექმნა დავისახეთ… პროექტი განპირობებული იყო ჭკვიანური აზროვნებითა და გამბედაობით, რათა შექმნილიყო ინოვაციური სისტემები სტრატეგიაში, დიზაინსა და სოციალურ ქსელებში, — განმარტავს Explorers Club-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი აარონ სკიპერი.

6-თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

პროკრედიტ ბანკმა, მომენტალური გადარიცხვების სისტემის დასანერგად, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი