in

Coca-Cola საკუთარ ლოგოს კამპანიისთვის „ანადგურებს“

Coca-Cola-ს არასდროს ეშინია თამამი ბრენდინგის და არსებული მოცემულობების მსხვრევის… არაავტორიზებული გრაფიტის ლოგოების შემდეგ, ახლა ბრენდმა თავისი იდენტობის ნაწილად ცოტა მწვავე ვიზუალები აქცია… ნაცვლად იმისა, რომ გლუვი, იდეალურად გამოკვეთილი ლოგო წარმოედგინა, განსხვავებული ეფექტი შექმნა: თითქოს, მოჭყლეტილ ქილას ვუყურებთ. მსგავსი მიდგომით კი ბრენდმა მნიშვნელოვანი გზავნილი გაავრცელა, რათა საზოგადოებას ქილების გადამუშავებისკენ მოუწოდოს…

BOG
BOG

ახალი კამპანია, სახელწოდებით Recycle Me, WPP Open X-ის მიერ იყო ინიციირებული, განხორციელებაზე კი Ogilvy New York-მა იმუშავა. სიტყვასიტყვით რომ ვთქვათ, ხატოვანი სიმბოლო გაანადგურეს, რათა მომხმარებლებს გადამუშავების მნიშვნელობა შეახსენონ.

კრეატიულმა ჯგუფმა სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენა, მათ შორის მექანიკური წნეხი და მტვერსასრუტი — ასე გაანადგურეს ნამდვილი ქილა და უნიკალური ხარვეზები დააფიქსირეს. თითოეული მათგანი კი იმ გზებს იმეორებს, თუ როგორ ანადგურებენ ადამიანები თავიანთ ქილებს. ამ პროცესის ამსახველი დოკუმენტური ფილმის გაშვება კი მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება.

„მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლოგოს „დამსხვრევით“ მნიშვნელოვან მოწოდებას ვქნით მოქმედებისკენ. ლოგო იმდენად პოპულარულია, რომ ყველა მყისიერად ხვდება, რას უყურებს — მაშინაც კი, როცა განადგურებულია“, — აღნიშნავს გილერმო ვეგა, გლობალური შემოქმედებითი ქსელის ხელმძღვანელი Ogilvy-ში.

 

საქართველოს ბანკი განათლებისთვის: იდეათეკები 8 რეგიონის 11,000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს

ანელებს თუ არა D ვიტამინი დაბერების პროცესს? — კვლევა