11
Oct
2019

კოკა-კოლამ გადამუშავებული პლასტმასისგან მიღებული პირველი შეფუთვა წარადგინა

11 Oct 2019

ექსპერიმენტის ფარგლებში, ოკეანისა და სანაპიროების დაბინძურებასთან გასამკლავებლად, კოკა-კოლამ გადამუშავებული ბოთლი წარადგინა. შეფუთვა ხმელთაშუა ზღვასა და მის პლიაჟებზე შეგროვილი პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებით მიიღეს. ექსპერიმენტის მიზანია, დაამტკიცოს, რომ დაბალხარისხიანი ნარჩენებისგან მაღალხარისხიანი შესაფუთი მასალის მიღებაა შესაძლებელი, საკვები პროდუქტებისა და სასმელებისათვის. ცდების განმავლობაში, აწარმოეს, დაახლოებით, 300 ბოთლი. თითოეული მათგანის 25% ზღვის ნარჩენს შეადგენს. ბოთლების წარმოებისა და ნარჩენების გადამუშავებისთვის, კოკა-კოლამ სხვადასხვა ტექნოლოგია გამოიყენა, რათა ახალი შეფუთვა სრულად უვნებელი ყოფილიყო. იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგია საწყის ეტაპზეა, კომპანია იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივას აქვს მომავალი.

 

განხილვა