ოდესმე გიფიქრიათ როგორი შეგრძნება, სუნი ან გემო ექნება სივრცეს? Coca-Cola-ს მიზანია, შეზღუდული გამოცემის სასმელით უპასუხოს ამ კითხვას, რომელსაც Starlight ეწოდება.
„კოსმოსური სასმელი“, რომელიც გამოვა ბრენდის ახალი ინოვაციური პლატფორმის, Coca-Cola Creations-თან ერთად, განსაკუთრებული არომატების, კოლაბორაციებისა და გამოცდილების სერიაში პირველი იქნება, რომელიც გამოვლინდება როგორც „ფიზიკურ, ასევე ციფრულ სამყაროში“.
Nasdaq-ის თანახმად, Starlight პირველად აშშ-ის თაროებზე გამოჩნდება როგორც უშაქრო, ისე ჩვეულებრივი, შაქრიანი ვერსია. შემდეგ კი სხვაგანაც გავრცელდება.
„მისი გემო შეიცავს დამატებით ნოტებს, რომლებიც მოგვაგონებს ვარსკვლავების ყურებას კოცონის ირგვლივ; ასევე შეგრძნებას, რომელიც იწვევს კოსმოსში ცივი მოგზაურობის განცდას“, – ამბობს ბრენდი.
ოანა ვლადი, გლობალური ბრენდის სტრატეგიის უფროსი დირექტორი The Coca-Cola Company-ში ამბობს, რომ Coca-Cola Starlight-ით თაობების შთაგონებაა განზრახული, რათა მათ აღმოაჩინონ უსასრულო შესაძლებლობების ახალი სამყაროები.
სასმლის არაამქვეყნიურ გემოს თან ახლავს მისი კოსმოსური დიზაინი, რომელიც შეიცავს მრავალგანზომილებიან, სინათლით სავსე ვარსკვლავურ ველს.
One small sip for man, one giant leap for fankind… ✨ pic.twitter.com/f9YzxmRKfb
— Coca-Cola (@CocaCola) February 21, 2022