in

Coca-Cola-მ სადღესასწაულო ბარათების გენერატორი შექმნა

წელს Coca-Cola-მ უკვე მესამედ გამოიყენა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ძალა მარკეტინგისთვის. ამჯერად მთელი ყურადღება საახალწლო კამპანიისკენ მიმართა და მომხმარებლებს საშუალება მისცა, სადღესასწაულო ბარათების გენერატორი გამოიყენონ. GPT-4-ისა და Dall-E 2-ის კომბინირებულ შესაძლებლობებზე აგებული სისტემა რამდენიმე დაწკაპუნებით ავტომატურად აგენერირებს საშობაო თემატიკაზე შექმნილ ბარათებს — დაწყებული ვიზუალებით, დასრულებული თემატური, პერსონალიზებული ტექსტებით.

„ახლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვიმყოფებით და ბევრ სხვა მარკეტერთან შედარებით, წინ ვართ. ეს არის გზა, რომელსაც აუცილებლად უნდა გავყვეთ. ამ ახალი ხელსაწყოთი კი გვინდა, ნებისმიერ მომხმარებელს მივცეთ პერსონალიზებული საახალწლო ბარათები შექმნან და ამით მეტად ისიამოვნონ“, — ამბობს პრატიკ თაკარი, Coca-Cola-ს გენერაციული AI-ის გლობალური ხელმძღვანელი.

AI ინსტრუმენტი 26 დეკემბრამდეა ხელმისაწვდომი და ისეთ საკულტო ელემენტებს მოიცავს, როგორიცაა ჯერ კიდევ 1931 წელს შექმნილი სანტა კლაუსის გამოსახულება; ასევე, პოლარული დათვების ოჯახს, რომელიც პირველად 1993 წელს დაინერგა.

„მას შემდეგ, რაც მთელი ძალისხმევა ხელოვნური ინტელექტისკენ მივმართეთ, გავაცნობიერეთ, რომ ნებისმიერი ხელსაწყო მომხმარებელზე უნდა იყოს მორგებული. იმდენად მოსახერხებელი უნდა იყოს, ადამიანთა ფართო ჯგუფს შეეძლოს მარტივად გამოყენება. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი, სურათებისა და შეტყობინებების ხარისხი ბევრად უკეთესი ხდება“, — აღნიშნავს თაკარი.

სუპერ გარანტია სუპერ საბურავებზე დაიწყო — ამბოლის ახალი შეთავაზება

რატომ გვიყვარს მინიმალისტური შეფუთვა ასე ძალიან? — კვლევა