in

Coca-Cola საშობაოდ 3 ფილმს იღებს

როგორც ჩანს, Coca-Cola გამორჩეულ და „ფილმივით რეკლამაა“ მოცემულობას სცდება —ბრენდმა Imagine Entertainment-თან გააფორმა ხელშეკრულება, რათა სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შექმნას. ისინი Amazon Prime-ზე იქნება ხელმისაწვდომი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რეალურად, ეს Real Magic პლატფორმის გაფართოებაა, რომელიც ექსპერიმენტულ მიდგომას იყენებს კომპანიის ძირითადი პროდუქტის მარკეტინგში. გასულ წელს ამ უკანასკნელმა უცნაურ, ლიმიტირებულ არომატებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა Starlight, Byte და Dreamworld. ასევე, აღსანიშნავია ჰოლოგრაფიული კონცერტი და Fortnite დებიუტი.

ობიექტურად თუ შევაფასებთ, Coca-Cola-სთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია რაღაც უფრო მეტის გაკეთება და სიახლეები. ეს ყველაფერი კი დიდი მარკეტინგის ნაწილია — კომპანიას ახალგაზრდა მომხმარებლებთან დაკავშირება და ახალი ტრადიციების შექმნა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინტერესი შაქრიანი გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართ

„ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ გზებს მეტი ინტერაქციულობისთვის. შობა კი შემოქმედებისთვის დიდი ტილოა“, — აღნიშნავს სელმან კარეაგი, Coca-Cola-ს ბრენდის კატეგორიის პრეზიდენტი. მისი თქმით, ანთოლოგია დღესასწაულთან „კომუნიკაციის ახალი საშუალებაა“.

დიახ, შობის დღესასწაული იმდენად დიდი შესაძლებლობებისა და კრეატიულობის პერიოდად იქცა ამ ბრენდისთვის, რომ მის ვებგვერდზე ხშირად დასმულ კითხვებში ამასაც წავაწყდებით: „სანტა კლაუსი კოკა-კოლამ შექმნა?“ (ცნობისთვის, 1931 წელს კომპანიამ სანტას ნახატი დაუკვეთა, რომელიც ზოგად აღქმას ემთხვევა).

ამასთან, ბოლო წლებში პოლარული დათვები და კომპანიის კაშკაშა სატვირთო მანქანები მჭიდრო კავშირშია დღესასწაულთან. წელს კი კოკა-კოლა რაღაც უფრო კონცეპტუალურს ცდილობს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმები 10-დან 12 წუთამდე ხანგრძლივობის იქნება: Alma, რომელშიც რაციონალური კომპიუტერი საშობაოდ გაციებულ მარტოსულ დედას ახსენებს დღესასწაულის სიხარულს; Les Petits Mondes De Noël — სიყვარულის ისტორია ყოფილ შეყვარებულებზე, რომლებიც პარიზში ხვდებიან ერთმანეთს; და Christmas Bites ვამპირის შესახებ, რომელიც სანტას ხვდება.

თითოეულ ფილმში ერთი პერსონაჟი მაინცაა ისეთი, ვინც კოკა-კოლას სვამს. „ეს საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ კონტენტზე, რომელიც ჯდება ჩვენს Real Magic პლატფორმაში“.

Biliki app – ახალი სიტყვა მოგზაურობის ინდუსტრიაში

როგორ დავსახოთ მარკეტინგული მიზნები სწორად