15
Jan
2019

„კოკა – კოლა“ ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს 

15 Jan 2019

„კოკა -კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს. როგორც კომპანიის პრეზიდენტი თემურ ჭყონია ამბობს, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და პირველი ფასიანი ქაღალდები 2020 წლისთვის გამოვა.

mBank QR
mBank QR

„კოკა -კოლა და სხვა ცნობილი ბრენდები მსოფლიოს ბაზარზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ და დიდი გამოცდილება აქვთ. ახალს არაფერს ვიგონებ, მინდა მათი გამოცდილება საქართველოში გამოვიტანო “ – აცხადებდა ჭყონია.

მისივე თქმით, თუ მოთხოვნა იქნება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებით კომერციული ბანკებიც კი დაინტერესდებიან.

„აღნიშნული საკითხიდან მოგება ყველა მხარემ უნდა ნახოს – საუბარია, საზოგადოებაზე, სახელმწიფოზე და კერძო ბიზნესზე“.

„აღნიშნული საკითხიდან მოგება ყველა მხარემ უნდა ნახოს – საუბარია, საზოგადოებაზე, სახელმწიფოზე და კერძო ბიზნესზე“

ფასიანი ქაღალდების გამოშვება „კოკა -კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ჯერ კიდევ 2017 წელს დააანონსა და თემურ ჭყონიას თქმით, პროცესი დაიწყო კიდეც. თუმცა, ნატახტარში, ქარხნის მშენებლობის გამო, ცოტა ხნით შეფერხდა.

„როგორც კი ქარხნის მშენებლობას დავასრულებთ და უფრო ნათელი და სრულყოფილი გახდება ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით, მუშაობას უფრო აქტიურად გავაგრძელებთ“, – ამბობს თემურ ჭყონია.

 

განხილვა