კოკა-კოლას არც ის უბნის მაღაზიები ავიწყდება, რომლის ფასადზეც მათივე ბრენდის სახელი გაცვდა. მადლობელიც კია მათი, რადგან ბრენდი ადგილობრივი კულტურის ნაწილად აქციეს. ამიტომაც მექსიკაში მსგავსი მცირე ბიზნესების მხარდაჭერა გადაწყვიტა და ძველი მაღაზიის ტენტები ახლით შეცვალა.
„კოკა-კოლას წლის ყველაზე დიდი OOH კამპანია ბილბორდებისგან კი არა, ტენტებისგან შედგება, რომლებიც მექსიკის ყოველდღიური ცხოვრების მომსწრე იყო. ძველის ახლით ჩანაცვლებით კი ჩვენ აღვნიშნავთ ყველაფერს, რასაც ისინი ემსახურებოდნენ: კავშირს, საზოგადოებასა და ყოველდღიურ მომენტებს, რომლებიც მექსიკურ კულტურას აცოცხლებს“, — განმარტავს პანჩო კასისი, David Madrid-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
Shades of Red-ის კამპანიაც ბრენდი სწორედ ამ ამბავს გვიყვება, „ჩანგაროსის“, „ტაკერიას“ და „ტიენდას დე აბაროტესის“ ძველ ტენტებს გვაჩვენებს და ადამიანებს, რომელთაც ეს მაღაზიები ეკუთვნით.
„ჩვენთვის პატივია, ვიზეიმოთ იმ მცირე ბიზნესების არსებობა, რომლებიც თაობების მანძილზე კოკა-კოლას ისტორიის ცენტრში იყვნენ მოქცეულნი. მექსიკაში კოკა-კოლას ჩარდახებით გადახურული მაღაზიები საერთო მომენტების, ტრადიციებისა და საზოგადოების სიმბოლოა. ეს კამპანია პატივს მიაგებს მათ, ვინც კოკა-კოლას თავიანთი ადგილობრივი კულტურის ნაწილად აქცევს“, — ამბობს ისლამ ელდესუკი, კოკა-კოლადან.
Coca-Cola-ს კამპანიაზე David Madrid-მა იმუშავა, მანამდე კი ბრენდმა უბნის მაღაზიებში დახატულ არასწორ ლოგოებსაც უპოვა გამოსავალი.